ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის ავტორიტეტული ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის მკვლევარებთან გამართული შეხვედრის შესახებ

2017 წლის 31 იანვარს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა და მრჩეველმა შალვა დათიაშვილმა გამართეს შეხვედრა სამხრეთ აფრიკის ავტორიტეტული ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის „სტრატეგიული ანალიზის მაპუნგუბვეს ინსტიტუტის“ („Mapungubwe Institute For Strategic Reflection“ (MISTRA)) მკვლევარებთან.

ხსენებული შეხვედრისას, საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის, საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და გამოწვევების, საქართველოს მიერ გატარებული და დაგეგმილი რეფორმების, სამხრეთ აფრიკას და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების და ზოგადად, აფრიკაში საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსწრეთა მრავალფეროვან შეკითხვებს.

 

 

 

2017 წლის 31 იანვარი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
8 10
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ