ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შესახებ

 

2016 წლის 14 დეკემბერს, პრეტორიაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დაესწრო სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრთან, ქალბატონ მაიტე ნკოანა-მაშაბანესთან.

სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სამხრეთ აფრიკისათვის აქტუალური საერთაშორისო თემების შესახებ. ელჩებს შესაძლებლობა მიეცათ მინისტრთან და  საგარეო უწყების სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან, ინტერაქტიულ რეჟიმში, ემსჯელათ გლობალური მნიშვნელობის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

2016 წლის 14 დეკემბერი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ