ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 23 აპრილს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

ბექა დვალი - 2012 წლის 2  ნოემბრიდან დღემდე

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში (რეზიდენციით კიევში):

ქ.ს. მათაბატა -

ანდრიეს ვენტერი - 03.12.2009- 2012

აშრაფ სენტსო - 17.10.05-2009

დელარეი ვან ტონდერი  - 02.09.99-17.10.05

პიტერ ვან რენსბურგ გუსენი - 17.12.96-02.09.99

დეონ ვან შოორი - 1993 - 17.12.96

თანამშრომლობის სფეროები:

ორმხრივი პოლიტიკური კავშირები, მათ შორის, საერთაშორისო  ორგანიზაციების ფარგლებში

თანამშრომლობა ეკონომიკის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში

თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში

თანამშრომლობა სპორტის სფეროში

ეკონომიკური თანამშრომლობა:

სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას  შორის 2000-2010 წლებში (ათასი აშშ დოლარი)

წელი

ექსპორტი

    იმპორტი

2000

546.8

311.3

2001

56.8

24.7

2002

8.6

243.9

2003

-

335.3

2004

1.0

3,905.0

2005

38.2

1,933.3

2006

1.7

1,580.4

2007

64.6

2641.9

2008

138,1

2,276.9

2009

93,7

3,931.5

2010

41,7

3,041.4

2011

95,9

1,521.0

2012 (January-September)

273.4

23,605.6

 

ვიზიტები საქართველოდან:

1994 წელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძის ოფიციალური ვიზიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

2009 წლის 26-29 მაის - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის პაატა კალანდაძისა და აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ზურაბ დვალიშვილის შემადგენლობით.

2013 წლის 17-24 მარტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი.

2013 წლის 19 სექტემბერს გაიმართა პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროს შორის. საქართველოს მხრიდან აღნიშნულ კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა ეკა აკობიამ, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა ლევან ცინცაძემ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა და საელჩოს მრჩეველმა, ილია იმნაძემ. სამხრეთ აფრიკის მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობათა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ევროპის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე რაპულანე მოლეკანე, ხოლო კონსულტაციებში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის დირექტორატის მთავარი დირექტორი მზოლისა ბონა, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნოვეტუ ლუტი, ევროპის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის აპარატის დირექტორის მოადგილე ჯერომ ბარნსი.

სახელშეკრულებო ბაზა (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისი, უწყებათაშორისი ხელშეკრულებები)

  • შეთანხმება პროგრამული კონტაქტებისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო საბჭოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებსა და ინსტიტუტებს შორის (Arrangement for Programmed Contacts and Co-operation between Agriculture Scientist and Institutions of the Georgian Academy of Agriculture Sciences and the Agricultural Research Council).
    • ხელმოწერილია 14.09.1994, ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

  • ოქმი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კვლევის საბჭოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის მცენარეების მასალების გაცვლის შესახებ (Protocol for the Exchange of Plant Material between the Agricultural Research Council of the Republic of South Africa and the Georgian Academy of Agricultural Sciences of the State of Georgia).
    • ხელმოწერილია 19.09.1994, ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

  • ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კვლევის საბჭოს შორის აგრარული მეცნიერების კვლევისა და განვითარების დარგში თანამშრომლობის შესახებ (Memorandum of Understanding on Co-operation in the Field of Agricultural research and Development between the Agricultural Research Council of South Africa and the Georgian Academy of Agricultural Sciences of the State of Georgia).
    • ხელმოწერილია 19.09.1994, ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

  • ოქმი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ (Protocol on Cooperation between the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Georgia and the Department of Foreign Affairs of the Republic of South Africa).
    • ხელმოწერილია 05.11.1993, ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

სხვა შეთანხმებები:

  • ურთიერთგაგების მემორანდუმი სამხრეთ აფრიკის დასავლეთის პროვინციის რაგბის კავშირს და საქართველოს რაგბის კავშირს შორის (Memorandum of Understanding Between Western Province Rugby Football Union and Georgian Rugby Union)
    • ხელმოწერილია 6.04.2010, ძალაშია ხელმოწერის დღიდან

 

  • 2012 წლის 27 ნოემბერი - თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება იოჰანესბურგის ვიტვოტასტრანდის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის (Collaboration Agreement between The University of the Witwaterstrand, Johannesburg and the Georgian National Museum)
    • ხელმოწერილია 27.11.2012, ძალაშია 1.01.2013

 

ბმულებ 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი: http://www.dfa.gov.za

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო:  http://www.mfa.gov.ge

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში:  http://www.rsa.mfa.gov.ge

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ