ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 27.11.2017

2017 წლის 25 ნოემბერს  ქ. ბათუმში მდებარე სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.

 
განთავსების თარიღი: 25.11.2017

2017 წლის 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა უკვე ტრადიციად ქცეულ ყოველწლიურ წინასაახალწლო  ღონისძიებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და საელჩოს დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საპატივცემულოდ. წელს, ხსენებულ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზამბიის ელჩი ემანუელ მვამბა და მისი მეუღლე, აზერბაიჯანის საქმეთა დროებითი რწმუნებული აზად ნაგიევი და მისი მეუღლე, ასევე, პრეტორიაში მცხოვრები საქართველოს მეგობრები.

 
განთავსების თარიღი: 23.11.2017

2017 წლის 18-23 ნოემბრის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკიდან საქართველოს ეწვია მორიგი ბიზნეს-დელეგაცია, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის მარიუს ჰაინსის და ამავე პალატის წევრის, იოჰანესბურგის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი წამყვანი სამხრეთ აფრიკული სამშენებლო კომპანია „რობექსის“ ხელმძღვანელი პირები ბატონი იზაკ ვან ნიკერკი და ბატონი კორნელ ბიურგერი. 

 
განთავსების თარიღი: 15.11.2017

გაცნობებთ, რომ ზიმბაბვეს რესპუბლიკაში მკვეთრად გაუარესდა შიდაპოლიტიკური ვითარება და დღეისათვის ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებენ შეიარაღებული ძალები.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 24
26 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ