ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 27.09.2017

2017 წლის 11-29 სექტემბერს, სამხრეთ აფრიკის ადმინისტრაციულ დედაქალაქ პრეტორიაში იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ წარმომადგენლები, სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტები, ანთროპოლოგები და არქეოლოგები თინათინ ნინიაშვილი, ელგუჯა ლაჭყებიანი, მერი გონაშვილი, ალექსანდრე სტურუა, ნინო თავართქილაძე და სოფიო ვეკუა.

 

 

 
განთავსების თარიღი: 27.09.2017

 

2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა სამხრეთ აფრიკაში ანალიტიკურ-კვლევით საქმიანობაზე პასუხისმგებელი წამყვანი სახელმწიფო სტრუქტურის - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევების საბჭოს  ხელმძღვანელთან, პროფესორ ქრეინ სოუდიენთან და ამავე ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე დემოკრატიისა, მმართველობისა და სერვისების უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელთან, დოქტორ მაიკლ ქოსერთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი თეიმურაზ კერესელიძე.

 

 

 
განთავსების თარიღი: 27.09.2017

 

2017 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის საჯარო, საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლის ასოცირებულ პროფესორთან დოქტორ ბაბატუნდე ფაგბაიბოსთან.

 

 
განთავსების თარიღი: 23.09.2017

 

2017 წლის 18-23 სექტემბერს, პრეტორიაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოს (თბილისს და კახეთს) ესტუმრა დასავლეთ კეიპის ღვინის რეგიონის მუნიციპალიტეტის მაღალი დონის თანამდებობის პირების, უკრაინაში სამხრეთ აფრიკის საელჩოს წარმომადგენლის და სამხრეთ აფრიკელი მეწარმეებისაგან შემდგარი დელეგაცია. ვიზიტის მიზნებს წარმოადგენდა საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების უკეთ გაცნობა, ასევე, კეიპის ღვინის რეგიონს და კახეთს შორის 2017 წლის ივლისში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების  და სამხრეთ-აფრიკა-საქართველოს შორის ცალკეული ბიზნეს-შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

 

 
განთავსების თარიღი: 10.09.2017

2017 წლის 10 სექტემბერს, სამხრეთ აფრიკის პოპულარულ რადიოარხზე „Classic FM Radio“, გადაცემაში „ღირსშესანიშნავი ადამიანები“ („People of Note“ - http://www.classicfm.co.za/on-air-1/people-of-note/copy67_of_people-of-note-this-sunday-6-march-2016), ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა მუსიკათმცოდნემ, მუსიკოსმა, დირიჟორმა და ჟურნალისტმა რიჩარდ ქოქმა ინტერვიუ ჩამოართვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ბექა დვალს.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22
24 25 26 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ