ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 23.05.2017

2017 წლის 23 მაისს, მავრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალმა, მავრიკის დედაქალაქ პორტ ლუიში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამართა შეხვედრა მავრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, რეგიონული ინტეგრაციის და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს საგარეო საქმეთა მდივანთან, ქალბატონ უშა დვარკა-კანაბადისთან.

 
განთავსების თარიღი: 19.05.2017

პრეტორიაში საქართველოს საელჩო მოხარულია გამცნოთ, რომ მავრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ნაცვალგების პრინციპის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ. უვიზო რეჟიმი უკვე ამოქმედებულია.

 
განთავსების თარიღი: 18.05.2017

2017 წლის 18 მაისს, მადაგასკარის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალის ქ. ანტანანარივოში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ელჩის შეხვედრა მადაგასკარის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრთან, ქალბატონ მარი მონიკ რაზოაზანანერასთან.

 
განთავსების თარიღი: 17.05.2017

2017 წლის 17 მაისს, მადაგასკარის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია), მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივოში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამართა შეხვედრა მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქალბატონ ბეატრის ჯანინ ატალასთან.

 
განთავსების თარიღი: 15.05.2017

2017 წლის 15 მაისს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა  უმასპინძლა ახალგაზრდული მოძრაობა "გაუფერადე სამყაროს" დამფუძნებელს, საქართველოს მოქალაქეს, ლიკა ტორიკაშვილს და მალაიზიაში ამავე მოძრაობის ხელმძღვანელს, აზიზა აზნიზანს. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ აფრიკაში მალაიზიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბადრუდინ რაჰმანმა, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო რესურსის “დიპლომატიური საზოგადოების” ხელმძღვანელმა კირტან ბანამ და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა მარიუს ჰაინსმა. 

 
განთავსების თარიღი: 15.05.2017

ერთ დღეს ლიკა თორიკაშვილ და მის ხუთი მეგობ ფერადი ბუშტებითა და გიტარით ხელში  ეწვიენ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოს პაციენტებს.

 

 

 
განთავსების თარიღი: 04.05.2017

2017 წლის 3-4 მაისს, ანგოლის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია ანგოლას დედაქალაქ ლუანდას.

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 16 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ