ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 28.02.2017

 

2017 წლის 28 თებერვალს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრა სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკების ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ ფუნდისილე მკეტენისთან, ასევე, ამ უწყების და სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

 

 
განთავსების თარიღი: 25.02.2017

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში მდებარე საქართველოს საელჩოში დღეს დაშვებულია საქართველის ეროვნული დროშა, საქართველის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკული თარიღის - 1921 წლის 25 თებერვლის აღსანიშნავად.

 

 
განთავსების თარიღი: 25.02.2017

2017 წლის 25 თებერვალს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალი მონაწილეობით, სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში გაიმართა ქართული დოკუმენტური ფილმის „ღვინის აკვანი" ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიებას უმასპინძლა იოჰანესბურგის ღვინის კლუბის და იოჰანესბურგის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთმა მესვეურმა, ადვოკატმა მარკ ნოვიცმა. ღონისძიების ინიციატორი და თანაორგანიზატორი იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო.

 
განთავსების თარიღი: 17.02.2017

2017 წლის 16-17 თებერვალს, ნამიბიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალმა, ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში, ნამიბიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროში, გამართა სამუშაო შეხვედრები პრემიერ მინისტრის მოადგილესთან, საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრთან, ქალბატონ ნეტუმბო ნანდი-ნდაიტვასთან, ასევე, საგარეო უწყების მუდმივ მდივანთან, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ქალბატონ სელმა ასიპალა-მუსავისთან, მუდმივი მდივნის მოადგილესთან, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ლინეეკელა ჯ. მბოტისთან და ნამიბიის საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებთან.

 
განთავსების თარიღი: 11.02.2017

 

2017 წლის 11 თებერვალს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი და მეუღლე ნინო ლეჟავა ქ. კეიპ ტაუნში დაესწრნენ "უბუნტუს დაჯილდოების" ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც პირველად ორი წლის წინ გაიმართა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ეგიდით. ხსენებული ღონისძიების ფარგლებში, ჯილდოები გაიცემა სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებზე, რომლებმაც პატრიოტიზმით, ერთგულებით, დაუღალავი შრომით და მოკრძალებით ასახელეს თავიანთი ქვეყანა საზღვარგარეთ. 

 

 
განთავსების თარიღი: 11.02.2017

2017 წლის 11 თებერვალს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა და საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, საკონსულო ფუნქციების შემსრულებელმა, თეიმურაზ კერესელიძემ, ქ. კეიპ ტაუნში სამუშაო ვიზიტისას, შეხვედრა გამართეს დასავლეთ კეიპის პროვინციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ ღირსშესანიშნავ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულმა, დოქტორმა ჯერალდ ვოლმანმა.

 
განთავსების თარიღი: 09.02.2017

 

2017 წლის 9 თებერვალს, კეიპ ტაუნში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ბექა დვალი და მეუღლე ნინო ლეჟავა, სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, დაესწრნენ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ამ ქვეყნის პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას ყოველწლიურ საანგარიშო გამოსვლას (State of the Nation Address (SONA)) ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

 
განთავსების თარიღი: 07.02.2017

2017 წლის 7 თებერვალს, კეიპ ტაუნში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა და საელჩოს მრჩეველმა თეიმურაზ კერესელიძემ, გამართეს შეხვედრა სტელენბოშის უნივერსიტეტის ღვინის მეცნიერებათა დეპარტამენტის მკვლევართან, დოქტორ ასტრიდ ბუიკასთან.

 

 
განთავსების თარიღი: 07.02.2017

 

2017 წლის 7 თებერვალს, კეიპ ტაუნში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ბექა დცვალმა და პრეტორიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა თეიმურაზ კერესელიძემ გამართეს შეხვედრა კეიპის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან სიდ პეიმერთან და ბიზნეს ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირთან მერი ჯეინ თომას-თომპსონთან.

 

 

 
განთავსების თარიღი: 07.02.2017

 

2017 წლის 7 თებერვალს, კეიპ ტაუნში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა და საელჩოს მრჩეველმა თეიმურაზ კერესელიძემ, დასავლეთ კეიპის პროვინციის ქალაქ სტელენბოშში გამართეს სამუშაო შეხვედრა კეიპის ღვინის რეგიონის (აერთიანებს სამხრეთ აფრიკის ღვინის მწარმოებელ 5 მსხვილ მუნიციპალიტეტს) აღმასრულებელ მერთან, ალდერმან ჰელენ ვან შლიხტთან და რეგიონის ეკონომიკურ განვითაებაზე პასუხისმგებელ პირთან, ადგილობრივი მმართველი საბჭოს წევრთან, ბატონ კობუს დუ პლესისთან.

 

 

 
განთავსების თარიღი: 06.02.2017

2017 წლის 6 თებერვალს, კეიპ ტაუნში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ბექა დვალი და მრჩეველი თეიმურაზ კერესელიძე ეწვივნენ "დასავლეთ პროვინციის რაგბის აკადემიას". მათ შეხვედრა გამართეს აკადემიის დირექტორებთან, ბატონ დარენ კლარკთან, ბატონ ტროი ლისთან და ბატონ კიტ მილნერთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსული, დოქტორი ჯერალდ ვოლმანი.

 

 
განთავსების თარიღი: 05.02.2017

2017 წლის 5 თებერვალს, კეიპ ტაუნში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ბექა დვალს და საკონსულო მოვალეობების შემსრულებელს, თეიმურაზ კერესელიძეს პატივი ხვდათ შეხვედროდნენ სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე გამოჩენილ ქართველ მათემატიკოსს, კეიპ ტაუნის უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ გიორგი ჯანელიძეს, მის შვილს, ასევე, მათემატიკოსს, სტელენბოშის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ბატონ ზურაბ ჯანელიძეს და მათი ოჯახის წევრებს.

 

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
8 10
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24
26 27        

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ