ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

Georgia and South Africa: Emerging Partnerships and Opportunities

საქართველო და სამხრეთ აფრიკა:

მზარდი პარტნიორული კავშირები და შესაძლებლობები

 

ბექა დვალი[*]

შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრი,

მაასტრიხტის უნივერსიტეტი 

საყოველთაოდ აღიარებული თეზისია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტულია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. 25 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს თითოეული ხელისუფალი გეგმაზომიერად ახორციელებს ამ პრიორიტეტებს, რომლებიც ეროვნულ კონსენსუსს ეფუძნება. ამავე დროს, უკვე წლების განმავლობაში, საქართველო ახორციელებს მულტი-ვექტორულ საგარეო პოლიტიკას და პარტნიორული კავშირებს ავითარებს გლობალურ დონეზე. ამ პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელს აფრიკის კონტინენტის მიმართულება წარმოადგენს. რამდენიმე წლის წინ, საქართველომ გააფართოვა დიპლომატიური გადაფარვის არეალი, ეთიოპიასა და სამხრეთ აფრიკაში საელჩოების გახსნის მეშვეობით, რითიც დაიწყო აფრიკის კონტინენტის მასშტაბით ორმხრივი კავშირების განვითარების პოტენციალის ათვისება.

კოლონიალიზმის ერის, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, საბჭოთა ოკუპაციის ათწლეულების მძიმე მემკვიდრეობას წარმოადგენს ის გამოწვევები, რომლებიც დღემდე ხვდებათ, როგორც საქართველოს, ასევე, აფრიკულ ქვეყნებს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში. ორივე შემთხვევაში მთავარ და საბოლოო მიზანს წარმოადგენს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვის და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა. ამ რთულ გზაზე ადგილი აქვს ხელშესახებ მიღწევებს საქართველოშიც და აფრიკულ ქვეყნებშიც. ამავე დროს, მნიშვნელოვანია არსებული მრავალრიცხოვანი გამოწვევების  შესაძლებლობებად გადაქცევა და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა. 

საქართველომ შეძლო ჩამოყალიბებულიყო ერთგვარ კარიბჭედ ევრაზიის მასშტაბით ბიზნესის საწარმოებლად. ქვეყნის ეს  მნიშვნელოვანი საერთაშორისო მისია ნათლად ვლინდება საქართველოს საკვანძო როლით ე.წ. "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტში. აფრიკულმა ქვეყნებმა, თავის მხრივ, წარმატების სხვადასხვა ხარისხით, შეძლეს დემოკრატიული პოლიტიკური სტრუქტურების ჩამოყალიბება, მას შემდეგ, რაც გამოიარეს პოსტკოლონიური ეპოქის უმძიმესი წლები. დღესდღეობით, ყველა საერთაშორისო კვლევით და მაჩვენებლით, მათ შორის, გაეროს და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აფრიკის კონტინენტი ვითარდება აღმავალი ტრაექტორიით. შესაბამისად, არ არის შემთხვევითი, რომ აფრიკაში არსებული ბიზნეს შესაძლებლობების გამოსაყენებლად სახეზეა მსოფლიოს ისეთი წამყვანი ეკონომიკის მქონე მოთამაშეების და ინვესტორების აფრიკის კონტინენტზე გააქტიურება, როგორებიცაა აშშ, ევროპის ქვეყნები და ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი, იაპონია და სხვ. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი და ჯერ კიდევ გამოუყენებელი მიწის 60%, პლატინის 95%, ალმასების 40%, დიდი რაოდენობის ნავთობის, გაზის და სხვა ბუნებრივი რესურსების მარაგი, ასევე, მზარდი ახლგაზრდა და დინამიური მოსახლეობა სწორედ აფრიკის კონტინენტზე იმყოფება. ეს იძლევა აფრიკაში ექსპორტის, ინვესტიციების დაბანდების და განვითარების საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აქცენტს აკეთებს, ავითარებს და ანახლებს ე.წ. "პოლიტიკას აფრიკის მიმართულებით".

აფრიკის კონტინენტის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლის ძლიერი მხარეებია 11 ოფიციალურ ენაზე მოლაპარაკე 53 მილიონიანი მოსახლეობა, 1,221,037 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, მსოფლიოში ერთ-ერთი სანიმუშო კონსტიტუციის საფუძველზე მოქმედი და კარგად გამოცდილი მმართველობის საპარლამენტო ფორმა, დამოუკიდებელი და წარმატებული სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი და დინამიური მედია საშუალებები, ინოვაციური და მრავალფეროვანი საზოგადოება და ეფექტური ფინანსური სისტემა, რომელიც, ტრადიციულად, გამოირჩევა კონსერვატიული ფისკალური პოლიტიკით. სამხრეთ აფრიკის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია პან-აფრიკანიზმი, ქვეყანა გეგმაზომიერად იჩენს ერთგულებას მულტილატერალიზმის პრინციპებისადმი, ემხრობა საერთაშორისო კონფლიქტების გადაწყვეტას დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, დიდ ყურადღებას უთმობს "სამხრეთი-სამხრეთის" ფორმატში თანამშრომლობას, ხელს უწყობს გლობალურ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის დღის წესრიგს, წარმოადგენს "დიდი ოცეულის", "ბრიკსის", სხვა საერთაშორისო გლობალური თუ რეგიონული მრავალმხრივი ორგანიზაციების წევრს.

"ცისარტყელას ერმა", როგორც სამხრეთ აფრიკას ხშირად უწოდებენ უნიკალური რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნების გამო, 20 წლის წინ, მსოფლიოს აჩვენა ბრწყინვალე მაგალითი, რომ სურვილის შემთხვევაში, ერს შეუძლია დაძლიოს საზოგადოების შუაზე გახლეჩა, აპარტეიდი, სამოქალაქო ომი, შეიარაღებული კონფლიქტი და მოახდინოს მშვიდობიანი გარდაქმნა. სამხრეთ აფრიკის გარდაქმნის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს წარმოადგენდა შერიგება, ურთიერპატიება, მიტევება აპარტეიდის დროინდელი წარმოუდგენლად მძიმე დანაშაულებისთვის, სიმართლისა და შერიგების კომისიის ხელშეწყობით. სამხრეთ აფრიკამ დანარჩენ სამყაროს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი შიდასაზოგადოებრივი კონფლიქტის გადაწყვეტის ბრწყინვალე მაგალითი აჩვენა და ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ფრიად საინტერესო უნდა იყოს.

საქართველოსთვის, ასევე, საინტერესო უნდა იყოს სამხრეთ აფრიკა, როგორც უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის მქონე სახელმწიფო და კარიბჭე აფრიკის კონტინენტზე. ბოლო წლების განმავლობაში შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდის (2%-მდე) მიუხედავად, სამხრეთ აფრიკა კვლავაც რჩება მსოფლიოს წამყვანი მულტინაციონალური კომპანიებისათვის მიმზიდველ ბაზად. ქვეყანაში წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა წამყვანი ბრენდი. მათგან ერთ-ერთმა - "სტარბაქსმა" - სამხრეთ აფრიკის ბაზარზე საქმიანობა 2016 წლიდან დაიწყო.

2011 წელს პრეტორიაში საქართველოს საელჩოს გახსნით, დასაბამი მიეცა სრულიად ახალ ეტაპს საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის  თანამშრომლობის განვითარების პროცესში, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა დონეზე პოლიტიკური დიალოგის გასაღრმავებლად, მათ შორის, პარლამენტებს შორის ურთიერთობების კუთხით. გამოიკვეთა თანამშრომლობის შესაძლებლობები ვაჭრობის, ინვესტიციების, სამთო მრეწველობის, ღვინის, ტურიზმის და სპორტის სფეროებში. ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკა წარმოადგენს წამყვან ქვეყანას სუბ-საჰარას აფრიკის რეგიონში, რომელსაც აქვს განვითარებული, თანამედროვე და კარგად აღჭურვილი გარემო აფრიკის მასშტაბით ბიზნეს-ოპერაციების საწარმოებლად, ანალოგიურად, საქართველოც შესაძლებელია მიმზიდველი გახდეს უმაღლესი კალიბრის სამხრეთ აფრიკული კომპანიებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ფინანსური სერვისები, სადაზღვევო სფერო, ღვინო, ქაღალდი, ფოლადი, წიაღისეული, საკონსერვო წარმოება, უძრავი ქონება, მშენებლობა და ფარმაცევტული პროდუქცია. სამხრეთ აფრიკელებს და ქართველებს აქვთ არაერთი მსგავსი ცხოვრებისეული ინტერესი, მათ შორის სპორტი (რაგბი/ცურვა/სამთო ველოსპორტი/ათლეტიზმის სხვადასხვა სახეობა/ჭიდაობა), ღვინო და უნიკალური სამზარეულო. საქართველოს შავი ზღვის, ასევე, სამთო, სამკურნალო კურორტებს და მსოფლიოში განთქმულ ღვინის წარმოების ტრადიციებს შეუძლიათ სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში მოიზიდონ ათასობით სამხრეთ აფრიკელი ტურისტი, რომლებიც გამოირჩევიან მოგზაურობისადმი მიდრეკილებით. ასევე, სულ უფრო მეტი ქართველი სტუმრობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, ხოლო სამხრეთ აფრიკას, თავისი მრავალფეროვნებით, აქვს დიდი პოტენციალი იქცეს ერთ-ერთ რჩეულ ადგილად ქართველი ტურისტებისათვის. ერთი მხრივ, საქართველოს, როგორც ღვინის აკვნის მქონე ქვეყნის რეპუტაცია და მეორე მხრივ, სამხრეთ აფრიკის ღვინის წარმოების ტრადიციები შესაძლებელს ხდის მეგობრული და პარტნიორული კავშირების განვითარებას, ე.წ. "თვინინგს" სამხრეთ აფრიკის ღვინის რეგიონებს და საქართველოს ღვინის რეგიონს კახეთს და შესაბამის ქალაქებს (სტელებოში და თელავი, სხვ.) შორის. ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო კავშირების განვითარებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ორივე ერის კულტურული თვითმყოფადობა და მრავალფეროვნება, უმაღლესი განათლების და კვლევის, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების სფეროში თანამშრომლობის ინტერესი. საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს უწყობს ის გარემებაც, რომ ორი ქვეყნის წელიწადის დროები, ბიზნეს-სექტორები ერთმანეთს ავსებენ, რაც თითოეული მათგანისთვის დამატებითი ღირებულების მატარებელია. ორ ქვეყანას და ხალხს შორის გადაკვეთის ყველა ხსენებული წერტილის არსებობა იძლევა ქმნის ორმხრივი თანამშრომლობის დადებით პერსპექტივებს, რასაც, ასევე, ხელს უწყობს ახლად ჩამოყალიბებული სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატა.

სამხრეთ აფრიკაში და მთლიანად აფრიკაში უმნიშვნელოვანეს ბიზნეს შესაძლებლობას წარმოადგენს მზარდი სამომხმარებლო ბაზარი. საქართველოს ბიზნეს-სექტორმა ეს უნდა გამოიყენოს დივერსიფიკაციის მიზნებისთვის. საქართველოს და ქართველების სიძლიერეს ტრადიციულად ყოველთვის წარმოადგენდა არსებული გამოწვევების, ეკონომიკური სიძნელეების თუ საგარეო პოლიტიკური დილემების გადალახვისადმი გახსნილი გონებით და შემოქმედებითად მიდგომა.  ქართველმა მეწარმეებმა უნდა გამოიჩინონ მეტი დაინტერესება და სითამამე ახალი რეგიონების, მათ შორის, აფრიკის  მიმართულებებით ექსპორტ-იმპორტის და სხვა სახის ბიზნეს-კავშირების განსავითარებლდ. თავის მხრივ, ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს დივერსიფიცირების ზოგადი პროცესის ხელშეწყობა, რაც ესოდენ მნისვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, გლობალური ტენდენციებისა და პროცესების გათვალისწინებით. საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები სრულ საფუძველს იძლევა აფრიკის კონტინენტის მასშტაბით ახალი, ძლიერი და ქვეყნისათვის სასარგებლო პარტნიორული კავშირების განსავითარებლად. გლობალიზაციის ხანაში, საქართველო იქნება მით უფრო ძლიერი და უსაფრთხო, რაც უფრო ეფექტურად მოახდენს საერთაშორისო კავშირების არეალის გაფართოვებას და ალიანსების დივერსიფიცირებას, როგორც სახელმწიფოთაშორის, ასევე, კერძო სექტორების დონეზე.

საქართველომ სამხრეთ აფრიკა უნდა აღიქვას, როგორც გამოცდილი ბიზნეს პარტნიორი, მიმზიდველი ბაზარი და საკვანძო კარიბჭე აფრიკის კონტინენტზე პარტნიორული კავშირების დასამყარებლად. ასევე, სამხრეთ აფრიკის სახელმწიფომ და ამ ქვეყნის ბიზნეს-სექტორმა საქართველოს სახით უნდა დაინახოს სანდო პარტნიორი და კარიბჭე ახალი პარტნიორული კავშირების განსავითარებლად ევროპასა და აზიაში, რომლის ბევრ ნაწილშიც სამხრეთ აფრიკას აქვს სავაჭრო და სხვა სახის ბიზნეს კავშირების გაფართოების ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ისტორია მოწმობს, რომ ამა თუ იმ ქვეყნისათვის ერთგული პარტნიორი ხშირად მოულოდნელი მიმართულებიდან გამოჩნდება ხოლმე. ამ თეზისის განხორციელება სავსებით რეალურია საქართველო-სამხრეთ აფრიკის ურთიერთობებშიც. სამხრეთ აფრიკის ეროვნული გმირის, ნობელის პრემიის ლაურეატის, დემოკრატიული სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას სიტყვებით, „არსებობს ამოცანები, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებლად გვეჩვენება, სანამ მათ რეალურად არ გადავწყვეტთ".

 

Georgia and South Africa:

Emerging Partnerships and Opportunities

 

By Mr. Beka Dvali[†]

Master of Comparative and European Law (LLM),

Maastricht University

It is a common knowledge that Georgia's foreign policy is defined by the priorities of European and Euro-Atlantic integration. After the restoration of Georgia's independence 25 years ago, all successive Georgian Governments have been implementing these priorities, based on the national consensus. However, it is frequently overlooked that, for several years already, as an important part of a genuine multi-vector foreign policy, Georgia has embarked on the path of forging global partnerships, the African dimension being one of the important tenets of this approach. Only few years ago, Georgia expanded its diplomatic reach by opening of the Embassies in Ethiopia and in South Africa, with a view of tapping opportunities of increased bilateral ties throughout African continent.

The difficult legacy of the colonialism era, in Georgia's case - a decades-long Soviet occupation, and subsequent bitter experiences in the course of a state-building by the newly independent states, has posed tremendous and, in many ways, similar challenges for Georgia and for its African peers. In both cases, overall and ultimate objective has been to advance a State based on the rule of law, democracy, human rights and free market. Achievements are already tangible on this complicated path, in Georgia as well as across African continent, whilst it is an imperative to turn the remaining challenges into opportunities.

Georgia has managed to position itself as a hub for doing business throughout Eurasia. This important international mission of Georgia is well reflected in the country's key role in a "New Silk Road" project. The African nations have, on their part, managed to stabilize into democratic political structures, after living through the post-colonial mayhem. And nowadays, by all accounts, including that of the UN and the World Bank data, Africa, as a Continent, is truly rising, hence, the scramble of investors from top economies like the US, European countries, the European Union, China, Turkey, Japan, other, to seize the emerging vast business opportunities in Africa. The 60% of the world's available and still unutilized arable land, 95% of platinum, 40% of diamonds, large quantities of oil, gas and numerous other natural resources as well as an ever-growing young and dynamic population suggest that Africa offers highly lucrative avenues for exports, investments and development. Therefore, one can observe a global trend of adopting, developing or rethinking "Africa Policy" by many states across the globe.

The Republic of South Africa is the Continent's major political and economic powerhouse, with its strong sides of 53 million population and eleven official languages, 1,221,037 million sq. k. territory, functional and well-tried democratic parliamentary system of governance based on its internationally-acclaimed Constitution, decentralized provincial Governments in nine provinces, independent and successful judiciary, independent and vibrant media, innovative and diverse society and effective financial system, with exceptionally prudent fiscal policies. South Africa's foreign policy is driven by Pan-Africanism and the nation adheres to multilateralism, is devoted to dialogue and negotiations as the main tool for resolving conflicts, advocates for South-South cooperation, promotes human rights globally and is a proud member of G20, BRICS and many other international - global and regional multilateral frameworks.

The Rainbow Nation, as South Africa is frequently mentioned because of it unique racial and ethnic diversity, 20 years ago, showed a remarkable example that, if determined, a Nation can walk away from the abyss of a divided society, apartheid, from the brink of civil war and armed conflict and ensure peaceful transformation. The reconciliation, mutual forgiveness and redemption for unimaginable crimes of the apartheid era, through Truth and Reconciliation Commission, were indispensable parts of the South African transition. In fact, South Africa offered a master-class of the resolution of the gravest societal conflict ever that merits careful consideration also from Georgian perspective.

Apart from the mentioned critical lessons to learn from, South Africa is a real gateway into Africa, with its accessibility and a world-class infrastructure. Despite the relatively low level of recent economic growth (2%), the country remains among top destinations worldwide for multinational companies. All major brands are present here, Starbucks being the latest one, to announce the entry into South Africa from 2016.

Recently strengthened cooperative ties between Georgia and South Africa, after establishment of Georgia's diplomatic presence in Pretoria back in 2011, has opened up opportunities for both nations to forge bilateral political dialogue at various levels, including, through inter-parliamentary dimension. It also unveiled new avenues of cooperation in the fields of trade, investment, mining, wine, tourism and sport. South Africa is a prominent country of the Sub-Saharan Africa region, offering a sophisticated, modern and well-equipped environment to work from and to explore trade/business opportunities in the countries of the Sub-Saharan region. Likewise can Georgia become attractive for the highest-calibre South African companies, which are global players in the wine, paper, steel, mining, processed food, real estate, construction and Pharmaceutical industries. Georgians and South Africans share various cultural goods such as sport (rugby/swimming/wrestling/mountain biking), exquisite food and wine. Georgia's Black Sea resorts, skiing, warm water spa, mountain resorts and world-renowned unique wine regions can attract thousands of South Africans who are known as frequent travellers. Likewise, more and more inquisitive Georgians travel the globe for new experiences and South Africa could become one of their favourite destinations.  On the one hand, Georgia as a cradle of wine and on the other hand, South Africa's wine making tradition make it possible to connect Cape Winelands District and Georgian winelands - Kakheti region and their respective cities (Stellenbosch to Telavi, etc.). Cultural diversity, immense potential of interacting in higher education and research, the possibility to learn more about each other and to open up new avenues of knowledge for younger generations through cultural and educational exchanges are the areas both nations should be looking at while forging mutually beneficial partnership. All these synergies are so much promising for advanced bilateral cooperation, which is also promoted by a newly formed South Africa-Georgia Chamber of Commerce (SAGCC) (www.sagcc.biz).

One single largest business opportunity in South Africa as much as in the African continent, in general, is its growing consumer market. Georgian businesses should look at these opportunities in terms of the need for diversification. The strength of Georgia and Georgians rests in maintaining open-minded approaches to the challenges lying ahead, be it economic prospects or foreign policy dilemmas. Georgian entrepreneurs should show more inquisitiveness and boldness in exploring new possibilities, in developing export-import and other business links with yet unexplored regions like Africa, while the Government facilitates the overall process of diversification - so important for national security in the current global trends and circumstances.  Georgia's geostrategic significance, its cultural heritage and the intellectual capacity of Georgian nation is conducive to set ambitious agenda for attaining new and strong partnerships throughout Africa. This could add-up and complement Georgia's traditional strategic ties with its neighbourhood and traditional partners. In a globalised world, Georgia will be a stronger and a safer place, with an improved international outreach, multiplied options and diversified alliances not only in terms of Government-to-Government, but also in the context of business-to-business dimensions.

 

As much as Georgians should view South Africa as an experienced business partner, attractive market and an important gateway into Africa, in the same vein, South Africa's as a State and its private sector could rely on Georgia as a trusted partner and convenient hub for forging new partnerships throughout Eurasia, in many parts of which South Africa still lacks its business and trade footprint. History of interstate relations has proven that an important partner often comes from an unlikely place. This observation could prove true to Georgia-South Africa partnership.  As Nelson Mandela - the prominent son of South Africa and the author of the country's miraculous peaceful transformation has noted: "It always seems impossible until it is done."

 

 


[*] ამჟამად, ბექა დვალი არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ასევე, საქართველოს აკრედიტებული ელჩი (რეზიდენციით ქალაქი პრეტორია) მადაგასკარის, მავრიკის, მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ზამბიის და ბოცვანას რესპუბლიკებში. ამ სტატიაში ასახულია მისი პირადი შეხედულებები.

 

[†] Beka Dvali currently serves as Ambassador of Georgia in the Republic of South Africa, also Georgia's accredited Ambassador (with residence in Pretoria) to the Republics of Madagascar, Mauritius, Mozambique, Zimbabwe, Zambia and Botswana. This article reflects his  personal views.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10 11
12 13 14 15 17 18
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ