საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოდან

1994 წელი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძის ოფიციალური ვიზიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

2009 წლის 26-29 მაის - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის პაატა კალანდაძისა და აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ზურაბ დვალიშვილის შემადგენლობით.

2013 წლის 17-24 მარტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ კონსტანტინე სურგულაძის სამუშაო ვიზიტი.

2013 წლის 19 სექტემბერს გაიმართა პირველი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროს შორის. საქართველოს მხრიდან აღნიშნულ კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა ეკა აკობიამ, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა ლევან ცინცაძემ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა და საელჩოს მრჩეველმა, ილია იმნაძემ. სამხრეთ აფრიკის მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობათა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ევროპის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე რაპულანე მოლეკანე, ხოლო კონსულტაციებში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის დირექტორატის მთავარი დირექტორი მზოლისა ბონა, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნოვეტუ ლუტი, ევროპის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის აპარატის დირექტორის მოადგილე ჯერომ ბარნსი.