საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის შეხვედრაში ელჩის მონაწილეობის შესახებ

 

2018 წლის 8 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ აფრიკა საქართველოს სავაჭრო პალატის წევრთა ყოველწლიურ შეხვედრაში.

ელჩმა გამოხატა მადლიერების გრძნობა პალატის თავმჯდომარის ბატონ მარიუს ჰაინსის და პალატის ყველა წევრის მიმართ, საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის ბიზნეს და სხვა სახის კავშირების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

საქართველოს ელჩი, ასევე, მიესალმა პალატის წევრთა 8 მარტის შეკრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, განხორციელდა ამ ორგანიზაციის გარდაქმნა აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატად. ამ ნაბიჯით, პალატის საქმიანობა გავრცელდება სამხრეთ აფრიკის განვითარების თანამეგობრობის წევრ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, სამხრეთ აფრიკაზე დამატებით, იმ 11 აფრიკულ სახელმწიფოზე (ანგოლა, ბოცვანა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მადაგასკარი, მავრიკი, მოზამბიკი, ნამიბია, ლესოტო, სვაზილენდი, ზამბია, ზიმბაბვე), რომელთა დიპლომატიურ გადაფარვასაც ახორციელებს პრეტორიაში საქართველოს საელჩო.

 2018 წლის 8 მარტი

პრეტორია