საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ზამბიაში საქართველოს ელჩის ვიზიტის შესახებ

 

2018 წლის 12-15 მარტს, ზამბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) სამუშაო ვიზიტით ეწვია ზამბიის დედაქალაქ ლუსაკას.

ვიზიტის მსვლელობისას, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები ზამბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მუდმივმოქმედ მდივანთან/მინისტრის მოადგილესთან საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ჩალვე ლომბესთან. საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრებისას, განხილულ იქნა საქართველოს და ზამბიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრებისას, ორივე მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს და ზამბიას შორის პარტნიორული კავშირების განვითარების მნიშვნელობას საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდების, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპების საფუძველზე.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ასევე, გამართა შეხვედრები ზამბიის განათლების მინისტრთან, მის აღმატებულება ბატონ დევიდ მაბუმბასთან, ზამბიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ბატონ პერი მაპანისთან და ზამბიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.

 

2018 წლის 15 მარტი

პრეტორია