საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორონავირუსის კოვიდ-19-ის პანდემია

 

 

 

 

კორონავირუსის კოვიდ-19-ის პანდემია - აფრიკის სამხრეთ რეგიონში არსებული ვითარება

 

2021 წლის 11 ოქტომბრის

 მდგომარეობით

 

პრეტორიაში საქართველოს საელჩოს დიპლომატიური აკრედიტაციის და გადაფარვის ქვეყნებში (სამხრეთ აფრიკა, ანგოლა, ბოცვანა, ესვატინი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლესოტო, მადაგასკარი, მალავი,  მავრიკი, მოზამბიკი, ნამიბია, ზამბია, ზიმბაბვე)

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 2 912 145 (+648 ბოლო 24 საათში), აქედან აქტიური: 32 572, დაღუპული - 88 317 (+25 ბოლო 24 საათში), გამოჯანმრთელებული: 2 791 256 (603 ბოლო 24 საათში), ტესტირებული: 17 982 358 (+29 226 ბოლო 24 საათში); პოზიტიურობის კოეფიციენტი: 2.9%

 

საზღვრებზე მოქმედებს მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

15 მარტს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ, სატელევიზიო მიმართვაში, მოსახლეობას ამცნო სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის (National State of Disaster) გამოცხადების შესახებ. გაირკვა, რომ მანამდე არსებული კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა ინფექციის ე.წ. შიდა გადაცემა. კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის და უარყოფითი შედეგების შემსუბუქების მიზნით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

 

-          2020 წლის 18 მარტიდან აიკრძალა სამხრეთ აფრიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ამ ქვეყნების მოქალაქეებზე გაცემული სამხრეთ აფრიკის ვიზები გაუქმდა. ამ ქვეყნების სია ექვემდებარება რეგულარულ გადახედვას. გამონაკლისია სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებული დიპლომატები და ოჯახის წევრები;

-          სამხრეთ აფრიკის  მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახით მოგზაურობისაგან შემდეგ ქვეყნებში ან შემდეგი ქვეყნების გავლით: ევროკავშირის ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო, აშშ და მაღალი რისკის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და სამხრეთ კორეა;

-          ხელისუფლება რეგულარულად გამოსცემს/განაახლებს რეკომენდაციებს ამა თუ იმ ქალაქში, ქვეყანაში თუ რეგიონში მგზავრობასთან დაკავშირებით;

-          ხელისუფლება რეგულარულად გამოსცემს/განაახლებს მაღალი რისკის და საშუალო რისკის ქვეყნების ნუსხას;

-          უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა მაღალი რისკის ქვეყანაში უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში, ვეღარ მიიღებს სამხრეთ აფრიკის ვიზას;

-          მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები დაექვემდებარებიან ტესტირებას და თვითიზოლაციას ან კარანტინს;

-          ვიზიტორები საშუალო რისკის ქვეყნებიდან (პორტუგალია, ჰონგ კონგი და სინგაპური) გაივლიან მკაცრ სამედიცინო შემოწმებას;

-          ყველა ვიზიტორი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩამოვიდა მაღალი რისკის ქვეყნიდან, თებერვლის შუა რიცხვებიდან, დაეკისრა კორონავირუსზე ტესტირების გავლის ვალდებულება;

-          გამკაცრდება კონტროლი იოჰანესბურგის, კეიპ თაუნის და დურბანის საერთაშორისო აეროპორტებში;

-          სამხრეთ აფრიკის 72 სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო პუნქტიდან დაიხურება 35 პუნქტი, 2020 წლის 16 მარტიდან;

-          8 საზღვაო პორტიდან 2 პორტი დაიხურა მგზავრებისა და გემების ეკიპაჟებისთვის;

-          აიკრძალა საზღვარგარეთ სახელმწიფო მოხელეების არა-არსებითი (non-essential) მოგზაურობა;

-          სახელმწიფოს რეკომენდაციაა, ყველამ თავი შეიკავოს არა-არსებითი (non-essential) მოგზაურობისაგან ქვეყნის შიგნით, იქნება ეს საჰაერო გზით, მატარებლით, ავტობუსით თუ მინი-ავტობუსით;

-          სკოლებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება 18 მარტიდან აღდგომის (12 აპრილის) ჩათვლით პერიოდში;

-          ყველა, ვინც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მაღალი რისკის ქვეყნეში, ვალდებული არიან მოახდინონ ტესტირება კორონავირუსზე;

-          ყველა, ვისაც გამოუვლინდება კორონავირუსის სიმპტომები მსუბუქი ფორმით, უნდა მოახდინონ თვითიზოლაცია;

-          აიკრძალა 100-ზე მეტი ადამიანის თავყრილობა;

-          100-ზე ნაკლები ადამიანის შეკრებისას, მასპინძელმა უნდა უზუნველყოს ჰიგიენის და დეზინფექციის სათანადო წესების დაცვა;

-          დაიკეტა ყველა სახის ტურისტული ატრაქციონი/ადგილი;

-          რეკომენდებულია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კონტაქტი ადამიანებს შორის (social distancing) და გაუმჯობესდეს ჰიგიენის წესების დაცვა მაღაზიებში, ოფისებში, საჯარო დაწესებულებებში;

-          დღემდე, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების მართვას ახორციელებდა სამინისტროთაშორისი კომიტეტი ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით. კრიზისის მართვას განახორციელებს ეროვნული საბჭო (National Command Council), პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. საბჭოში შევლენ სამინისტროთაშორისი კომიტეტის წევრებიც. საბჭო შეიკრიბება კვირაში სამჯერ.

 

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის გამოსვლის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://sacoronavirus.co.za/2020/03/15/statement-by-president-cyril-ramaphosa-on-measures-to-combat-covid-19-epidemic/

 

ავიამიმოსვლის შეზღუდვა

 

18 მარტს, განუსაზღვრელი ვადით, ფრენები შეწყვიტა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაკომპანიამ SA Express-მა. კერძოდ, გააუქმა ყველა შიდა რეისი, ასევე, რეისები შემდეგი მიმართულებებით: ვალვის ბეი (ნამიბია), ლუბუმბაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ხაბორონე (ბოცვანა).

18 მარტს, სამხრეთ აფრიკის წამყვანმა ავიაკომპანიამ „სამხრეთ აფრიკის ავიახაზებმა“ , მგზავრების ნაკადის შემცირების გამო, გააუქმა 162 რეისი. აღინიშნა, რომ რეისები განხორციელდებოდა მხოლოდ მგზავრთა რაოდენობის გათვალისწინებით. ეს შეეხო შემდეგ მიმართულებებს: დარ ეს სალამი, ენტებე, კინშასა, ჰარარე, ლილონგვე, ლაგოსი, ლუსაკა, მაპუტუ, ვინდჰუკი, ნაირობი.

20 მარტიდან სამხრეთ აფრიკის ავიახაზებმა შეწყვიტა ყველა საერთაშორისო ფრენა მაისის ბოლომდე. ეს შეზღუდვა გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით.

 

23 მარტს, სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატების გათვალისწინებით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 26 მარტის 23:59-დან 16 აპრილამდე, 21 დღით, გამოაცხადა კარანტინი (Lockdown). კარანტინის დაცვის უზრუნველყოფას მოახდენს პოლიცია და თავდაცვის ძალები. დაიკეტა ყველა დაწესებულება, გარდა შემდეგისა: აფთიაქები; ლაბორატორიები; ფოსტა; ბანკები; არსებითი გადახდის სერვისები, მათ შორის, საფონდო ბირჟა; სუპერმარკეტები; ბენზოგასამართი სადგურები; ჯანდაცვის ორგანიზაციები; კომპანიები, რომლებიც არსებით როლს ასრულებენ საკვები, ძირითადი საქონლის და სამედიცინო პროდუქტების წარმოებასა და მიწოდებაში- პოლიცია და უსაფრთხოების სტრუქტურები.  ზუსტდება სხვა დეტალები და პროცედურები.

 

26 მარტიდან, „სამხრეთ აფრიკის ავიახაზებმა“ საერთაშორისო და რეგიონულ რეისებზე დამატებით, შეწყვიტა ქვეყნის შიდა რეისებიც.

 

                29 მარტს, სამხრეთ აფრიკის ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება კოვიდ-19-ის გვერდითი უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად, 1 აპრილიდან შემდეგი სხვადასხვა სახის საგადასახადო ზომების მიღების შესახებ:

 

-          ოთხი თვის განმავლობაში, სახელმწიფო კომპანიებს მისცემს სუბსიდიებს 1 დასაქმებულზე (რომლის ხელფასი 6,500 რანდზე ნაკლებია) თვეში 500 სამხრეთ აფრიკული რანდის ოდენობით;

-          სამხრეთ აფრიკის შემოსავლების სამსახური დასაქმების გადასახადის კომპანიებისათვის დაბრუნებას განახორციელებს ყოველთვიურად (წელიწადში მხოლოდ ორჯერ დაბრუნების ნაცვლად);

-          50 მილიონ რანდზე ნაკლები ბრუნვის მქონე კომპანიები, შეძლებენ უახლოესი 4 თვის განმავლობაში არ დააკავონ დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადის 20%;

-          მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების რესტრუქტურიზაციის ხელშეწყობა 6 თვის განმავლობაში;

-          გაიცემა დაბალპროცენტიანი სესხები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 6 თვის განმავლობაში;

-          გაგრძელდება მუშაობა სხვა საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირების და გამოყენების მიზნით.

 

30 მარტს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ განაცხადა, რომ ხელისუფლება იწყებს სამხრეთ აფრიკის მასშტაბით, 10,000 მედპერსონალის მონაწილეობით, ფართომასშტაბიან სქრინინგ პროგრამას კორონავირუსზე. მოხდება შესაბამისი სიმპტომების მქონე პაციენტების იდენტიფიცირება, დამატებითი შესწავლა და ტესტირება (“Roll out of Screening, testing, tracing and medical management programme on a huge scale”).

 

9 აპრილს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ, ექსპერტებთან კონსულტაციების გზით, მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის დამატებით 2 კვირით გაგრძელების შესახებ, კერძოდ, 16 აპრილიდან 1 მაისამდე. ამ პერიოდში, ხელისუფლება გააგრძელებს მოსახლეობის ფართომასშტაბიან სქრინინგს და ტესტირებას.

10 აპრილს, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, საჯარო სივრცეში ნიღბების დატერბასთან დაკავშირებით.

 

16 აპრილიდან, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ, 1 მაისამდე მოქმედი საყოველთაო კარანტინის პირობებში, მუშაობის განახლების უფლება მისცა შემდეგ კატეგორიის პირებს: 1) ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები-მუშაობას განაახლებენ სრული მოცულობით; 2) სამთო მოპოვებითი სექტორი/მაღაროები-მუშაობას განაახლებენ 50%-ით; 3) მიმწოდებლები, მათ შორის, ხელოსნები (ელექტრიკოსები, სხვ.) და სამრეწველო ტექნიკის მაღაზიები, რომლებიც საქონელს აწვდიან „არსებითი სერვისების“ უზრუნველმყოფ ორგანიზაციებს; 4) ავტომომსახურების კომპანიები; 5) მეთევზეები და სხვადასხვა საქონლის ინდივიდუალური გამყიდვლები; 6) ე.წ. ქოლ ცენტრები; 7) დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მოსამსახურეები; 8) საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიები.

 

21 აპრილს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ განაცხადა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ის - 500 მილიარდი სამხრეთ აფრიკული რანდის (დაახლოებით, 30 მილიარდამდე აშშ დოლარის) მოცულობის პაკეტს კორონავირუსით ეკონომიკაზე და მოსახლეობაზე მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად. პაკეტი ითვალისწინებს სოციალური გრანტების და ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდამჭერი ზომების, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით გადადგმული ნაბიჯების ერთობლიობას, ასევე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. დახმარების ხსენებული პაკეტის უზრუნველსაყოფად, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას მოუწევს დახმარების თხოვნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, მსოფლიო ბანკისთვის, ბრიკსის ახალი განვითარების ბანკისთვის და აზიის განვითარების ბანკისთვის.

 

21 აპრილს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა მიმართა ქვეყნის პარლამენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და საყოველთაო კარანტინის აღსრულების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალების 73 000-იანი კონტინგენტის გამოსაყენებლად თანხმობის მისაღებად. მანამდე, თავდაცვის ძალების მხოლოდ სამი ათასამდე წარმომადგენელი ეხმარებოდა პოლიციას შემოღებული ზომების აღსრულებაში.

 

23 აპრილს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში მოსახლეობას ამცნო, რომ სამხრეთ აფრიკამ შეძლო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება, რასაც მძიმე ეკონომიკური შედეგები ახლავს თან. ხელისუფლება 2020 წლის პირველი მაისიდან გეგმავს ეტაპობრივად საყოველთაო კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებას, რა მიზნითაც ხელისუფლებამ შეიმუშავა საგანგებო ვითარების 5 დონიანი სისტემა (Five Alert Levels: Alert Level 5; Alert Level 4; Alert Level 3; Alert Level 2; Alert Level 1). 23 აპრილისთვის, სამხრეთ აფრიკაში მოქმედებს მე-5 დონე, ხოლო 1 მაისიდან იგეგმება მე-4 დონეზე გადასვლა. მე-5 დონე მოქმედებს ვირუსის გავრცელების მაღალი ინტენსივობის პირობებში და გულისხმობს ყველაზე მკაცრ რეჟიმს საყოველთაო კარანტინის ჩათვლით; მე-4 დონის შემოღებისას ნარჩუნდება მკაცრი ზომების უმრავლესობა, თუმცა ნებადართულია ზოგიერთი საქმიანობა; მე-3 დონე გულისხმობს ბევრ საქმიანობაზე შეზღუდვების შენარჩუნებას; მე-2 დონის დროს კვლავაც მოქმედებს ფიზიკური დისტანცირება და კვლავაც შეზღუდულია გართობითი საქმიანობა/შეკრებები; 1-ლი დონისას იხსნება ეკონომიკური საქმიანობის და საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო, თუმცა მოსახლეობა კვლავაც მზად უნდა იყოს რეჟიმის ნებისმიერ მომენტში გამკაცრებისთვის.

აღნიშნული სქემის შემოღების ფუძემდებლური პრინციპია, რომ განგაშის დონე, ნებისმიერ მომენტში, ვირუსის გავრცელების ტენდენციიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ან რეგიონებისა თუ ცალკეული დასახლებული პუნქტების მიხედვით, შეიძლება შემსუბუქდეს ან გამკაცრდეს, საგანგებოდ შექმნილი სამთავრობო შტაბის  (National Command Council) გადაწყვეტილებით. დონეების შეცვლა შესაძლებელია 1 ან 2 თუ მეტი საფეხურის გამოტოვებით. შესაბამისად, დროის მოცემულ მონაკვეთში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი შეიძლება იმყოფებოდეს განგაშის სხვადასხვა დონეზე და რეჟიმში.  

ქვეყნის მასშტაბით ან ცალკეულ რაიონებში განგაშის ამა თუ იმ დონის შემოღების განმაპირობებელი კრიტერიუმი იქნება 1) ინფიცირების რაოდენობა და 2) ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა მიიღოს ინფიცირებულები.

არსებითი საქონლის და სერვისების (essential goods and services) მიწოდება მოხდება განგაშის 5-ვე დონეზე.

ფიზიკური დისტანცირების და ჰიგიენის დაცვის მოთხოვნები მოქმედებს განგაშის 5-ვე დონეზე.

ყველა, 5-ვე დონეზე. საჯარო შეკრებები და მაღალი რისკის შემცველი აქტივობები აკრძალული იქნება. კერძოდ: აკრძალულია ბარების ფუნქციონირება; აკრძალულია კონფერენციების და სემინარების ჩატარება; აკრძალულია კინოთეატრების, თეატრების ფუნქციონირება და კონცერტების გამართვა; აკრძალულია სპორტული ღონისძიებების ჩატარება; აკრძალულია რელიგიური, კულტურული და სოციალური თავყრილობები.

განგაშის 5-ვე დონეზე იმოქმედებს შემდეგი მოთხოვნები: 1) ფიზიკური დისტანცირება 2 მეტრი; 2) სახლიდან გამოსვლისას ნიღბის ტარების ვალდებულება; 3) 60 წელზე მეტი ასაკის პირები და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (აივ/შიდსი, ტუბერკულოზი, სხვ.) უნდა დარჩნენ სახლში და იქაც შეეცადონ მაქსიმალურ დისტანცირებას და იზოლირებას ოჯახის წევრებისგან; 4) ხელების ხშირი დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

 

13 მაისის სატელევიზიო გამოსვლაში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაისის ბოლოდან შემსუბუქდება კარანტინის და შეზღუდვების რეჟიმი მე-3 დონემდე. შეზღუდვების არსებული მკაცრი მე-4 დონე დარჩება იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც მაღალია კოვიდ-19-ის გავრცელების ინტენსივობა.

 

24 მაისს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა თანამემამულეებისადმი პირდაპირ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ინფექციების მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1 ივნისიდან ქვეყანა გადადის შეზღუდვების მე-4 დონიდან შედარებით მსუბუქ - მე-3 დონეზე. კერძოდ, 1 ივნისიდან ქვეყანაში ამუშავდება პრაქტიკულად ყველა ბიზნეს ორგანიზაცია, მათ შორის, სავაჭრო ობიექტები და ტრანსპორტი. თუმცა, კვლავაც დაკეტილი დარჩება რესტორნები, კინოთეატრები, პაბები, ბარები, ტავერნები, სასტუმროები და ტურიზმის სექტორი. კვლავაც დაკეტილი დარჩება ქვეყნის საერთაშორისო საზღვრები.  1 ივნისიდან ამოქმედდება დაწყებითი სკოლების (Primary School) დამამთავრებელი მე-7 კლასები და სკოლის (High School) დამამთავრებელი მე-12 კლასები. 1 ივნისიდან დაშვებულ იქნება შეზღუდული სახით ალკოჰოლის გაყიდვა. კვლავაც ძალაში რჩება აკრძალვა თამბაქოს გაყიდვაზე. სილამაზის სალონები გაიხსნება ეტაპობრივად. მთელი ქვეყნის მასშტაბით განისაზღვრა 12 პრობლემური ტერიტორია (ე.წ. hot spots), მათ შორის, პრეტორია/ცვანე, იოჰანესბურგი, კეიპ თაუნი, სადაც ვირუსი ყველაზე სწრაფო ტემპით ვრცელდება და ყოველ 100000 ადამიანზე 5-ზე მეტია ინფიცირებული. ამ პრობლემურ ტერიტორიებზე მონიტორინგის და აკრძალვის გაძლიერებული რეჟიმი იმოქმედებს.

4 ივნისს, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის (National State of Disaster) 15 ივლისამდე გაგრძელების შესახებ.

5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკაში შიდა ტურიზმი აღდგება 2020 წლის დეკემბერში, ხოლო საერთაშორისო ტურიზმი მხოლოდ 2021 წლის თებერვალში.

18 ივნისს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა საზოგადოებას ამცნო, რომ ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება იძულებულია გააგრძელოს „ეკონომიკის გახსნა“. კერძოდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ახლო მომავალში გაიხსნება რესტორნები და სასტუმროები, კინოთეატრები და თეატრები, დარბაზები კონფერენციებისა და ბიზნეს შეხვედრებისთვის, ყველა არაკონტაქტური სპორტი, ხოლო კონტაქტური სპორტი მხოლოდ წვრთნებისთვის, ასევე, სილამაზის სალონები, ეკლესიები და სხვა სალოცავები.

3 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო კარანტინის და სხვა შემზღუდავი ზომების აღსასრულებლად,  ქვეყნის თავდაცვის ძალების 20,000 ჯარისკაცის ქვეყნის მასშტაბით დისლოკაციის ვადის 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელების შესახებ.

7 ივლისიდან, გარკვეული წესების დაცვით, ნებადართული გახდა: ბიბლიოთეკების და არქივების მუშაობა; კინოთეატრების და თეატრების ფუნქციონირება; სპორტის სხვადასხვა სახეობათა ვარჯიშები; მუზეუმების და გალერეების მუშაობა.

12 ივლისს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა პირდაპირი სატელევიზიო გამოსვლისას: 15 აგვისტომდე გააგრძელა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა; ძალაში დატოვა კარანტინის და შეზღუდვების მე-3 დონე; შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი 21:00-დან 04:00-მდე; აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა; სავალდებულო გახდა საჯარო ადგილებში ნიღბების ტარება და გამკაცრდა ამ წესის აღსრულება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში და მის სხვადასხვა პროვინციაში ვირუსის გავრცელების პიკი მოსალოდნელია ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე პერიოდში.

24 ივლისს, სამხრეთ აფრიკის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა 4 კვირით ყველა კლასისთვის გარდა მე-12 და მე-7 კლასებისა. მე-12 კლასელებისთვის - 1 კვირით, ხოლო მე-7 კლასელებისთვის - 2 კვირით.

30 ივლისს გამოცხადდა, რომ კომენდანტის საათის პერიოდი იქნება 22:00-დან 04:00-მდე.

15 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში სატელევიზიო გამოსვლისას, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა საზოგადოებას ამცნო, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით შემცირების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 17 აგვისტოდან სამხრეთ აფრიკაში კარანტინის და შეზღუდვების რეჟიმის შემსუბუქების შესახებ. მათ შორის, მნიშვნელოვანია შემდეგი:  ნებადართულ იქნა ალკოჰოლის და თამბაქოს გაყიდვები ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 09:00-დან 17:00-მდე; ნებადართულ იქნა ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებს შორის გადაადგილება; გაიხსნა სავარჯიშო დარბაზები და ფიტნეს-ცენტრები; ნებადართულ იქნა ყველა ლიცენზირებულ რესტორანში ალკოჰოლის გაყიდვა. ხსენებული შემსუბუქებული ზომების მიუხედავად, კვლავაც ძალაში დარჩა კომენდანტის საათი/კარანტინი 22:00-დან 04:00-მდე, ასევე, კვლავაც შენარჩუნდა რეგულარული საჰაერო რეისების აკრძალვა.

16 სექტემბერს, პირდაპირ ეთერში სატელევიზიო გამოსვლისას, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა საზოგადოებას ამცნო, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით შემსუბუქების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 20 სექტემბრიდან სამხრეთ აფრიკაში კარანტინის და შეზღუდვების რეჟიმის შემსუბუქების, კერძოდ, შეზღუდვების 1-ლ დონეზე გადასვლის შესახებ (სამხრეთ აფრიკაში მოქმედებს შეზღუდვების 5 დონიანი რეჟიმი, საიდანაც ყველაზე მსუბუქია 1-ლი დონე). რეჟიმის შემსუბუქება გულისხმობს კომენდანტის საათის დროის შემცირებას (00:00-დან 04:00-მდე), უფრო ლიბერალური გახდა ალკოჰოლის გაყიდვებთან მიმართებით არსებული რეჟიმი.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის 16 სექტემბრის ხსენებული გამოსვლიდან, ასევე, გაირკვა, რომ სამხრეთ აფრიკა 1 ოქტომბრიდან, ეტაპობრივად და ყველა უსაფრთხოების ზომის დაცვით, აღადგენს საერთაშორისო რეგულარულ კომერციულ რეისებს. სამხრეთ აფრიკაში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ უცხოელებს, როგორც ბიზნესის ასევე ტურიზმის და სხვა კერძო მიზნებით. ამავე დროს, შეზღუდვები შენარჩუნდება იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, სადაც კვლავაც მძიმეა ეპიდემიოლოგიური ვითარება. ითქვა, რომ ოქტომბრამდე გამოქვეყნდება შესაბამისი ქვეყნების ნუსხა, რომელიც პერიოდულად დაექვემდებარება განახლებას.

1 ოქტომბრიდან, სამხრეთ აფრიკამ შეზღუდული რეჟიმით გახსნა საჰაერო სივრცე საერთაშორისო რეისებისთვის. 60 ქვეყანა (მათ შორის, საქართველო, აშშ, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, სხვ.) დასახელდა მაღალი რისკის ქვეყნებად და აიკრძალა ამ ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა. დაშვებულ იქნა მხოლოდ საქმიანი ვიზიტები ამ ქვეყნებიდან. მაღალი რისკის ქვეყნების სიის გადახედვა მოხდება ყოველ ორ კვირაში. მაღალი რისკის, საშუალო რისკის და დაბალი რისკის ქვეყნების  განსაზღვრის  კრიტერიუმი  იქნება  შედარება  სამხრეთ  აფრიკაში  არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან.

აფრიკის სხვა ქვეყნებთან მიმოსვლა სამხრეთ აფრიკამ გახსნა შეუზღუდავად.

საქმიანი ვიზიტის განხორციელების მსურველმა ნებართვის მისაღებად დასაბუთებული თხოვნა უნდა გააგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: Covid19BusinessTravel@dha.gov.za და ამ მიმართვას თან უნდა დაურთოს: 1) პასპორტის ან ბინადრობის უფლების   ასლი;   2)   სამხრეთ   აფრიკაში   ბიზნეს   საქმიანობის   დამადასტურებელი   საბუთი;   3) მგზავრობის გრაფიკი; 4) სამხრეთ აფრიკაში საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი.

სამხრეთ აფრიკაში ჩამოსვლის მსურველ ნებისმიერ პირს მოეთხოვება უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის შედეგების წარდგენა, ასევე, სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევა. სამხრეთ აფრიკაში შემოსვლისას სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მოხდება პირის შემოწმება, ტესტირება და დადებითი შედეგის შემთხვევაში, 10 დღიან კარანტინში განთავსება. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების რეკომენდაციაა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი ფარავდეს კოვიდ-19-ზე მკურნალობის ხარჯებსაც.

11 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა შემდეგი გადაწყვეტილებების შესახებ: საგანგებო მდგომარეობა (National State of Disaster) გაგრძელდა 15 დეკემბრამდე; მოიხსნა ყველა შეზღუდვა ალკოჰოლის გაყიდვაზე; სამხრეთ აფრიკაში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ჩამოსვლამდე 72 საათის განმავლობაში გაკეთებული კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგის წარმოდგენის პირობით); 25-29 ნოემბერს ქვეყანაში გამოცხადდება 5 დღიანი გლოვა კოვიდ-19-ის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად. ასევე, გაირკვა, რომ სამხრეთ აფრიკული კომპანია Biovac მოახდენს კოვიდ-19 ის ვაქცინის წარმოებას ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის, როგორც კი ეს ვაქცინა შესაბამისი საერთაშორისო კომპანიების მიერ ხელმისაწვდომი გახდება.

3 დეკემბერს, პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებს ამცნო, რომ ქვეყანა შედარებით ეფექტურად გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიის პირველ ტალღას, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაორმაგდა ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი და ეს ტენდენცია თუ არ შეჩერდა, შეიძლება გადაიზარდოს ვირუსის ფართო გავრცელების მეორე ტალღაში. აქედან გამომდინარე ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების შესახებ აღმოსავლეთ კეიპის პროვინციის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ნელსონ მანდელას ყურის მუნიციპალიტეტში და მიმდებარე მუნიციპალიტეტებში. ეს ახალი შეზღუდვები შეეხო ამ მუნიციპალიტეტებში კომენდანტის საათის დროის გახანგრძლივებას, ალკოჰოლის გაყიდვების შეზღუდვას, მრავალრიცხოვანი ქორწილების და ქელეხების აკრძალვებს. ამასთანავე, პრეზიდენტმა ყველა სამხრეთ აფრიკელს მოუწოდა ნიღბების ტარების, სოციალური დისტანცირების, საშობაო არდადეგებისას ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობისგან თავის შეკავების, თავყრილობებისგან და ცუდი ვენტილაციის მქონე ადგილებისგან თავის არიდებისკენ.

14 დეკემბერს, პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებიდან და კოვიდ-19-ის ე.წ. მეორე ტალღის სავარაუდო დაწყებიდან გამომდინარე მოსახლეობას ამცნო დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ, კერძოდ: კომენდანტის საათი იმოქმედებს 23:00-დან 04:00-მდე; ალკოჰოლის გაყიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, 10:00-დან 18:00-მდე; რესტორნები და ბარები დაიკეტება 22:00-ზე; დასავლეთ კეიპის პროვინციაში და აღმოსავლეთ კეიპის პროვინციაში 16 დეკემბრიდან იანვრამდე დაიკეტა ყველა პლაჟი, ხოლო კვაზულუ-ნატალის პროვინციაში -  დასვენების დღეებში.

21 დეკემბრის კვირაში ცნობილი გახდა კორონავირუსის მუტირების შედეგად სამხრეთ აფრიკაში ვირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ, რის შემდეგაც სამხრეთ აფრიკასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, შვეიცარიამ, თურქეთმა, ისრაელმა და მავრიკმა. ჰონკონგისკენ მიმავალ რეისებზე დაჯდომა აეკრძალა ბოლო 21 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში მყოფ ნებისმიერ პირს. 24 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი არ შეიცავს უფრო მეტ საფრთხეს ვიდრე ამ ვირუსის ბრიტანული შტამი. შესაბამისად, დეპარტამენტმა დაგმო გაერთიანებული სამეფოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ასევე უარყოფითად შეაფასა ბრიტანეთის ჯანდაცბვის მინისტრის  „უსაფუძვლო“ განცხადებები ვირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის საფრთხის შემცველობასთან დაკავშირებით.

28 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა საზოგადოებას ამცნოა კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვების გამკაცრებას  და მე-2 დონიდან შეზღუდვების მე-3 დონეზე გადასვლას, კერძოდ:

 

-          შეზღუდვების მე-3 დონე იმოქმედებს 29 დეკემბრიდან მინიმუმ 15 იანვრამდე:

-          ამ პერიოდში გაიზრდება კომენდანტის საათების რაოდენობა 21:00-დან 06:00-მდე. ამ პერიოდში გარეთ გამოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ არსებითი ფუნქციების შემსრულებელ პირებს (ე.წ. essential workers);

-          აიკრძალა ყველა სახის შეკრება შენობაში თუ გარეთ;

-          აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა;

-          იკეტება ყველა პლაჟი, რეზერვუარებთან, ტბებთან და მდინარეებთან მდებარე რეკრეაციული სივრცეები;

-          ნიღბის გარეშე საჯარო სივრცეში შესვლა/გამოსვლა დაისჯება სისხლის სამართლის წესით, ჯარიმით ან 6 თვემდე პატიმრობით;

-          კორონავირუსის გავრცელების პრობლემურ ტერიტორიებად (ე.წ. covid-19 hotspots) დასავლეთ კეიპის, აღმოსავლეთ კეიპის და კვაზულუ ნატალის ცალკეულ პროვინციებზე დამატებით განისაზღვრა ხაუტენგის პროვინციის ცალკეული ტერიტორიები, მათ შორის პრეტორია და იოჰანესბურგი.

 

2021 წლის 3 იანვარს, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზველი მხიზემ (Zweli Mkhize) საზოგადოებას ამცნო ქვეყნის ხელისუფლების გეგმები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უზრუნველყოფის შესახებ. გეგმის მიხედვით, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტის (Herd Immunity) მისაღწევად, 2021 წლის ბოლომდე იგეგმება მოსახლეობის 67%-ის (40 მილიონი ადამიანი) ვაქცინაცია. გაირკვა რომ ვაქცინის საერთაშორისო ალიანსის ფარგლებში, დღეისათვის გარანტირებულია ახლო მომავალში სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის 10%-ისათვის საკმარისი ვაქცინის მოწოდება. ამავე დროს, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის საჭირო რაოდენობის შესაძენად უშუალოდ ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებლებისგან.

2021 წლის 7 იანვარს, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზველი მხიზემ (Zweli Mkhize) სამხრეთ აფრიკის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2021 წლის იანვარში სამხრეთ აფრიკა ინდოეთის ვაქცინების ინსტიტუტისგან (Serum Institute of India (SII)) მიიღებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო 1000,000 ვაქცინას, ხოლო 2021 წლის თებერვალში - 500,000 ვაქცინას. ვაქცინების ეს პარტია გამოყენებულ იქნება, უპირველესად, ქვეყნის სამედიცინო პერსონალის (დაახლოებით 1.2 მილიონი სამედიცინო პერსონალი, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში) აცრის უზრუნველსაყოფად. მინისტრის განცხადებით, ხსენებული ვაქცინების პარტია შეძენილ იქნა პირდაპირ ინდური მწარმოებლისგან სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ.

2021 წლის 11 იანვარს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ პირდაპირ ეთერში მოქალაქეებს ამცნო შემდეგი:

 

-          შენარჩუნდა შეზღუდვების მესამე დონე (Level 3);

-          შენარჩუნდა აკრძალვა ალკოჰოლის გაყიდვაზე;

-          აკრძალულ იქნა ყველა სახის თავყრილობა, გარდა დასაფლავებასთან დაკავშირებული თავყრილობისა;

-          კომენდანტის საათები დილის ერთი საათით შემცირდა და განისაზღვრა 21:00-დან 05:00-მდე;

-          კოვიდ-19-ის გავრცელების „ცხელ ზონებში“ კვლავაც შენარჩუნდა პლაჟების და პარკების დახურვის რეჟიმი;

-          არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სკოლების გახსნის შესახებ;

-          აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პარტიების მიღება სამხრეთ აფრიკაში მოხდება კოვაქსის პლატფორმის, აფრიკის კავშირის ინიციატივის და უშუალოდ მწარმოებლებთან  მოლაპარაკებების მეშვეობით;

-          დაიხურა ქვეყნის სახმელეთო საზღვრები 2021 წლის 15 თებერვლამდე.

 

2021 წლის 1 თებერვალს, სამხრეთ აფრიკაში ინფიცირების მაჩვენებლის კლების გათვალისწინებით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ პირდაპირ ეთერში მოქალაქეებს ამცნო შემდეგი:

 

-          შენარჩუნდა შეზღუდვების მესამე დონე (Level 3), თუმცა მოხდა გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება;

-          რელიგიური და სხვა დასაშვები მიზნით (დაკრძალვა, რესტორანი, მუზეუმი, სავარჯიშო დარბაზები) შეკრებებმა არ უნდა გადააჭარბოს 50 ადამიანს და შესაბამისი შენობები არ უნდა დაიტვირთოს 50%-ზე მეტად;

-          გაიხსნა პლაჟები, მდინარის და წყალსაცავების რეკრეაციული ზონები, საცურაო აუზები;

-          ნებადართულ იქნა ალკოჰოლის გაყიდვა ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, 10:00-დან 18:00-მდე;

-          სარესტორნო ლიცენზირებულ დაწესებულებებში ალკოჰოლის მოხმარება ნებადართულია 10:00-დან 22:00-მდე. ასევე, ღვინის ფერმებს და ლუდ-სახარშებს მიეცათ გარე მოხმარებისთვის ალკოჰოლის გაყიდვის შესაძლებლობა გარე მოხმარებისთვის;

-          1 თებერვალს სამხრეთ აფრიკამ ინდოელი მწარმოებლისგან მიიღო ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინის „კოვიშილდის“ მილიონი დოზა, ხოლო დამატებით 500,000 დოზას ქვეყანა მიიღებს თებერვლის განმავლობაში;

-          „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით, ქვეყანა დამატებით მიიღებს ვაქცინის 12 მილიონ დოზას, საიდანაც 2 მილიონი დოზა ქვეყანაში შემოვა, 2021 წლის მარტის თვეში;

-          Johnson & Johnson-ისგან სამხრეთ აფრიკა მიიღებს ვაქცინის 9 მილიონ დოზას, 2021 წლის მეორე კვარტალში;

-          ქვეყანამ, ასევე, შეიძინა „პფაიზერის“ ვაქცინის 20 მილიონი დოზა, რომლის მოწოდება ეტაპობრივად დაიწყება 2021 წლის მეორე კვარტალიდან;

-          ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას სამხრეთ აფრიკა მიიღებს აფრიკის კავშირის შესაბამისი პლატფორმის (Covid-19 African Vaccine Acquisition Task Team (AVATT)) მეშვეობით;

-          სამხრეთ აფრიკა აგრძელებს სხვა მომწოდებლებთან მოლაპარაკებებს ვაქცინის დამატებითი პარტიების შესაძენად;

-          სამხრეთ აფრიკულმა ცალკეულმა კომპანიებმა ასევე გამოთქვეს სამხრეთ აფრიკისთვის ვაქცინების შეძენაში დახმარების სურვილი, მაგალითად სატელეკომუნიკაციო კომპანიამ MTN გამოყო 25 მილიონი აშშ დოლარი სამხრეთ აფრიკის და აფრიკის სხვა ქვეყნებისთვის 7 მილიონი დოზის შესაძენად;

-          სამხრეთ აფრიკა გეგმავს მიმდინარე წელსვე მოსახლეობის 67%-ის აცრას, რაც უზრუნველყოფს ე.წ. „მოსახლეობის იმუნიტეტის“ მიღწევას;

-          თებერვლის პირველ დღეებში სამხრეთ აფრიკაში დაიწყება ვაქცინაციის პირველი ფაზა, რომლის დროს აიცრება სამედიცინო პერსონალი ქვეყნის მასშტაბით 200 სამედიცინო დაწესებულებაში. მეორე ფაზა, გულისხმობს საკვანძო პერსონალის (essential workers), 60-წელს გადაცილებული პირების, სხვა დაავადებების მქონე პირების, ასევე, მოხუცთა სახლებში და მზრუნველობის ქვეშ კოლექტიურ საცხოვრებლებში განთავსებული პირების აცრა. ამის შემდეგ, დაიწყება აცრის მესამე ფაზ, რომელიც ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას შეეხება.

-          აცრა იქნება ნებაყოფლობითი;

-          სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა შექმნა ვაქცინის მონაცემთა ელექტრონული სისტემა (Electronic Vaccine Data System (EVDS)) (https://www.businessinsider.co.za/heres-exactly-how-registration-for-a-covid-19-vaccine-will-work-in-sa-2021-1 ) ვაქცინაციის პროცესის მაღალ დონეზე სამართავად. ეს სისტემა შესაძლებლობას მისცემს პირს, კვალიფიკაციის მომენტიდან, დანიშნოს შეათანხმოს აცრის თარიღი და დრო მის საცხოვრებელთან მდებარე აცრის ცენტრში. მოხდება სისტემაში აცრის შესახებ მონაცემების შენახვა და მეორე აცრისთვის შეხსენება;

-          ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება სამხრეთ აფრიკაში მყოფი ნებისმიერი სრულწლოვანი პირისთვის, მათი მოქალაქეობის და ბინადრობის სტატუსის მიუხედავად.

 

7 თებერვალს, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას ამცნო ლაბორატორიული კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვით „ოქსფორდ/ასტრაზენეკას“ ვაქცინა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის გასანეიტრალებლად. ხაზი გაესვა, რომ სამხრეთ აფრიკაში სწორედ ამ შტამის ცირკულირება აღწევს 90%-ს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს ახლახანს ინდოეთიდან მიღებული „ოქსფორდ/ასტრაზენეკას“ მილიონი დოზა ვაქცინის მეშვეობით აცრის დაწყების პროცესი და დაელოდოს დამატებით კლინიკურ კვლევებს. ამავე დროს აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ხელისუფლება ელის „პფაიზერის“ და სავარაუდოდ, „ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინის პირველ პარტიებს და სწორედ ამ ვაქცინებით დაიწყებს აცრის პირველ ეტაპს (სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია).

28 თებერვალს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ მოსახლეობას ამცნო ხელისუფლების გადაწყვეტილება, 1-ლი მარტიდან სამხრეთ აფრიკაში შეზღუდვების 5 დონიანი სისტემიდან ყველაზე მსუბუქ-1-ლ დონეზე გადასვლის შესახებ. პრაქტიკულად, მოიხსნა ყველა შეზღუდვა ეკონომიკურ აქტივობაზე. ჯერჯერობით, კვლავაც დარჩა კომენდანტის საათი, თუმცა შემცირდა მისი ხანგრძლივობა და განისაზღვრა 24:00-დან 04:00-მდე პერიოდში. შენობებში შეკრებებისას ადამიანების მაქსიმალური რაოდენობაა 100, ხოლო გარე სივრცეებში - 250. კვლავაც აკრძალულია ღამის გათენება პანაშვიდების დროს. კვლავაც ძალაში რჩება ნიღბების ტარების ვალდებულება. ქვეყნის 53 სახმელეთო საზღვრიდან დაკეტილი რჩება 33.

30 მარტს მოსახლეობის წინაშე სატელევიზიო გამოსვლისას, პრეზიდენტმა სირილ რამაფოზამ განაცხადა, რომ შენარჩუნდება შეზღუდვების ყველაზე მსუბუქი 1-ლი დონე. ამავე დროს, აღდგომის დღესასწაულის დასვენების დღეებში (2-5 მაისი) შეიზღუდება ალკოჰოლის გაყიდვა, რელიგიური შეკრებებზე დასწრების რაოდენობა გაიზარდა 250 ადამიანამდე შენობებში და 500 ადამიანამდე გარე სივრცეებში.

13 მაისს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კოვიდ-19-თან დაკავშირებული საკითხების საკოორდინაციო საბჭომ საგანგებო მდგომარეობა (National State of Disaster) გაგრძელდა 15 დეკემბრამდე.

31 მაისიდან, კოვიდ-19-ის ინფიცირების ზრდის გათვალისწინებით, სამხრეთ აფრიკაში  გამკაცრდა შეზღუდვების ხარისხი პირველიდან მეორე დონემდე (Adjusted Alert Level 2), კერძოდ, 31 მაისიდან: კომენდანტის საათები განისაზღვრა 23:00-დან 04:00-მდე; ყველა არასაკვანძო დაწესებულება 22:00-ზე; შენობებში შეკრებების ლიმიტი განისაზღვრა 100 ადამიანით, ხოლო ღია სივრცეებში 250 ადამიანით; სავალდებულოა ნიღბების ტარება საჯარო სივრცეებში; კოვიდ-19-ის დადასტურების შემთხვევაში სავალდებულოა 10 დღიანი თვით-იზოლაცია; კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემთხვევაში, ასევე, სავალდებულოა თვით-იზოლაცია.

                სამხრეთ აფრიკაში  კოვიდ-19-ის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების - მესამე ტალღის - გათვალისწინებით, 16 ივნისიდან, გამკაცრდა შეზღუდვების ხარისხი მეორე დონიდან მეოთხე დონემდე (Alert Level 4). კერძოდ, ამოქმედდა შემდეგი შეზღუდვები: კომენდანტის საათი 22:00-დან 04:00-მდე; არაარსებითი მნიშვნელობის მქონე დაწესებულებები, რესტორნები, ბარები და ფიტნეს-ცენტრები იკეტება 21:00-ზე; შემცირდა ლიმიტები შეკრებებზე - შენობებში არაუმეტეს 50 ადამიანი და გარე სივრცეებში არაუმეტეს 100 ადამიანი, დაკრძალვის ღონისძიებებზე არაუმეტეს 50 ადამიანი; ალკოჰოლის გაყიდვა მაღაზიების ქსელში შესაძლებელია მხოლოდ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, ხოლო რესტორნებში - 21:00-მდე; გამკაცრდება მონიტორინგი ნიღბების ტარებაზე ყველა საჯარო სივრცეში -  ამ წესის დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

16 ივნისის მდგომარეობით, სამხრეთ აფრიკაში ვაქცინირებულია 480,000 სამედიცინო მუშაკი და 1,5 მილიონზე მეტი 60-წელს გადაცილებული პირი. ვაქცინაცია მიმდინარეობს მხოლოდ „პფაიზერის“ ვაქცინით, ვინაიდან მანამდე წარმოებული J & J ვაქცინის ადმინისტრირება შეწყდა, აღნიშნული ვაქცინის წუნის მქონე ინგრედიენტების აშშ-ის ქალაქ ბალტიმორიდან სამხრეთ აფრიკისთვის მოწოდების ფაქტის გამოვლენის შემდეგ. ასტრა სენეკას ვაქცინის ადმინისტრირება სამხრეთ აფრიკაში თავიდანვე გამოირიცხა კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ მისი ნაკლები ეფექტურობის გამო. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ელოდება „პფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი პარტიების მიღებას უშუალოდ მწარმოებლისგან, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებისგან.

11 ივლისს სამხრეთ აფრიკაში შეზღუდვების მეოთხე დონე (Adjusted Alert Level 4) გაგრძელდა 25 ივლისამდე. ამ რეჟიმის პირობებში: სკოლები დახურული რჩება 26 ივლისამდე; აკრძალულია ყველა სახის შეკრება; აკრძალულია ალკოჰოლის გაყიდვა; ნებადართულია საკვები დაწესებულებების ფუნქციონირება 50%-ით; სავალდებულოდ რჩება ნიღბების ტარება.

26 ივლისიდან ამოქმედდა შეზღუდვების მესამე დონე (Adjusted Alert Level 3). ამუშავდა სკოლები. კომენდანტის საათის ხანგრძლივობა 1 საათით გაიზარდა (10:00-04:00). დაშვებულ იქნა ალკოჰოლის გაყიდვა ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე. ნებადართულ იქნა პროვინციებს შორის მოგზაურობა. შეკრებების მაქსიმალური ლიმიტი დაწესდა შენობებში 50 ადამიანის და გარე სივრცეში 100 ადამიანის  რაოდენობით.

13 სექტემბრიდან, ინფიცირების სტატისტიკის შემცირებიდან გამომდინარე, შემსუბუქდა შეზღუდვების რეჟიმი, კერძოდ, ამოქმედდა შეზღუდვების მეორე დონე (Adjusted Alert Level 2). კომენდანტის საათის ხანგრძლივობა 1 საათით შემცირდა (11:00-04:00). დახურულ სივრცეებში შეკრებებზე დაწესდა ლიმიტი 250 ადამიანამდე (მანამდე ლიმიტი იყო 50), გარე სივრცეებში - 500 ადამიანამდე (მანამდე ლიმიტი იყო 100). დაკრძალვებზე დასწრების ლიმიტი შენარჩუნდა 50 ადამიანზე.

1 ოქტომბრიდან, ინფიცირების სტატისტიკის შემცირებიდან გამომდინარე, შემსუბუქდა შეზღუდვების რეჟიმი, კერძოდ, ამოქმედდა შეზღუდვების პირველი დონე (Adjusted Alert Level 1). კომენდანტის საათის ხანგრძლივობა 1 საათით შემცირდა (12:00-04:00). სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითად პრიორიტეტად გამოაცხადა მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია 2021 წლის ბოლომდე.

 

 

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების მონიტორინგი შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდების მეშვეობით:

 

https://sacoronavirus.co.za/

 

http://www.nicd.ac.za/

 

კორონავირუსის ცხელი ხაზი: 0800 029 999

 

 

ანგოლა

 

ინფიცირებული - 61 378, დაღუპული - 1 622

 

საზღვრებზე ხორციელდება მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

 

20 მარტიდან, ანგოლის ხელისუფლებამ 15 დღით აკრძალა ყველა საჰაერო რეისი. ასევე, დაიკეტა ყველა სახმელეთო საზღვარი და აიკრძალა პორტში გემების შესვლა. გამონაკლისია მხოლოდ სატვირთო გემები. აიკრძალა საჯარო ღონისძიებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.


27 მარტიდან, ანგოლაში ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც პრეზიდენტმა 25 მარტს გამოაცხადა.

 

23 აპრილს, ანგოლის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის მეორე 15 დღიანი ვადით გაგრძელების შესახებ.

 

8 მაისს, ანგოლის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის მესამე 15 დღიანი ვადით (25 მაისამდე) გაგრძელების შესახებ.

 

მაისის ბოლოს, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა ივნისის ბოლომდე, ხოლო ივნისის ბოლოს - ივლისის ბოლომდე.

 

3 ივლისს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ანგოლის ავიახაზებს აეკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში რეისების განხორციელება ანგოლაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

 

14 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავად შეუძლიათ მხოლოდ ანგოლის მოქალაქეებს და ანგოლაში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებს. დაშვებულ იქნა ოფიციალური ვიზიტების განხორციელება. დაშვებულ იქნა ქვეყანაში შესვლა-გამოსვლა ჰუმანიტარული და სამედიცინო მოსაზრებებიდან გამომდინარე, ასევე, ნებადართულია ქვეყანაში საქონლის და ტვირთების შეტანა-გამოტანა.

 

2021 წლის 11 აპრილს, ანგოლის ხელისუფლებამ მე-12 ჯერზე ერთი თვით გააგრძელა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსთან დაკავშირებით.

 

2021 წლის 1 ოქტომბერს ანგოლის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით სავალდებულო გახდა 18 წელს ზევით ანგოლის მოქალაქეთა მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთება.

 

 

ბოცვანის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 180 438; დაღუპული - 2 376

 

საზღვრებზე ხორციელდება მკაცრი სამედიცინო კონტროლი

ბოცვანაში ჩამსვლელ ნებისმიერ პირს, რომელსაც ექნება კორონავირუსის სიმპტომები მოუწევს 14 დღით თვითიზოლირება ან წაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი ტესტირებისთის.

 

16 მარტს ბოცვანის ხელისუფლებამ მიიღო შემდეგი შემზღუდავი გადაწყვეტილებები:

 

-          ბოცვანაში შესვლა აეკრძალათ პირებს შემდეგი მაღალი რისკის ქვეყნებიდან: ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ირანი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და ინდოეთი. ქვეყნების ამ სიის განახლება მოხდება ყოველდღიურად, ბოცვანის ჯანდაცვის სამინისტროს (Ministry of Health and Wellness, Republic of Botswana) Facebook გვერდზე. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებული ბოცვანის მოქალაქეები და რეზიდენტები მოთავსდებიან 14 დღიან კარანტინში;

-          მაღალი რისკის ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეწყდება ბოცვანის ვიზების გაცემა, ხოლო გაცემული ვიზები გაუქმდება;

-          ყველა სახელმწიფო მოხელეს აეკრძალა საზღვარგარეთ მოგზაურობა;

-          აიკრძალა ნებისმიერი თავყრილობა, ღონისძიება, შეხვედრა 100-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით;

-          ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს გაციების ნიშნები და ჰქონდა კონტაქტი უცხოეთიდან ბოცვანაში ჩასულ პირებთან, ვალდებული არიან: დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 997, 3632756/3632757/3632773; არ გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი; თუ მოძრაობენ კერძო ავტომობილით და შედიან ჯანდაცვის დაწესებულებაში უნდა გაამჟღავნონ სიმპტომები დაუყოვნებლივ.

-          მოსახლეობას მიეცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ ნებისმიერი არა-არსებითი მოგზაურობისაგან;

-          გაიცა კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები (ჰიგიენა, სხვ.);

-          დაიხურა სამხრეთ აფრიკასთან ბოცვანის 13 სასაზღვრო პუნქტი. ღია რჩება სამხრეთ აფრიკასთან ბოცვანის შემდეგი 4 სასაზღვრო პუნქტი: Ramatlabama, Tlokweng, Martin’s Drift, Pioneer’s Gate;

-          23 მარტიდან, განუსაზღვრელი ვადით დაიხურება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

31 მარტს, ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოკგვეცი მასისიმ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, 2020 წლის 2 აპრილიდან განუსაზღვრელი ვადით. ახალი რეჟიმი გულისხმობს შემდეგს: 28 დღის განმავლობაში „სოციალური დისტანცირების“ ზომების შემოღებას; გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, რომლის პირობებში სახლებიდან გამოსვლა და გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ სპეციალური ნებართვის (COVID PERMIT) მქონე პირებს, რომლებიც ჩართული არიან არსებით საქმიანობაში, რაც სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო მიმართავს ზომებს ბიზნესების მხარდასაჭერად (საბანკო სესხების სახელმწიფოს მიერ გარანტირებით და საგადასახადო შეღავათებით) და ზოგიერთი მუშა-მოსამსახურის დასახმარებლად (ხელფასების სუბსიდირებით); სტრატეგიული მარაგების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად (ხორბლის, საწვავის, წყლის და სამედიცინო პროდუქციის მარაგების შექმნით); ეკონომიკური დივერსიფიცირების მისაღწევად; მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად (საგანგებო ფონდის შექმნით). სახელმწიფო ასევე დაიწყებს აქტიურ მუშაობას კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად.

1 აპრილს, ბოცვანის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ კომპანიების მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების სუბსიდირებას, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ზიანი მიიღეს პანდემიის შედეგად.

 

9 აპრილის ინფორმაციით, ბოცვანის პარლამენტმა, პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 6 თვის ვადით. ახალი რეჟიმის ფარგლებში, სხვადასხვა ზომებს შორის, აღსანიშნავია: საყოველთაო კარანტინი გაგრძელდება 30 აპრილის ჩათვლით; სკოლები დაიკეტება 6 თვის ვადით; 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ყველა უცხოელს; 6 თვის განმავლობაში აიკრძალა 2-ზე მეტი პირის შეკრება; 6 თვის განმავლობაში აიკრძალა ალკოჰოლის და სიგარეტის გაყიდვა; აიკრძალა გაფიცვა 6 თვის განმავლობაში; აიკრძალა სამსახურიდან მუშა-მოსამსახურის დათხოვნა, თუ ადგილი არ აქვს ბიზნესის დახურვას/ლიკვიდაციას.

 

17 მაისს ბოცვანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით აღდგება სკოლების ფუნქციონირება 2 ივნისიდან.

 

20 მაისს ბოცვანაში გაუქმდა საყოველთაო კარანტინი, რომელიც 48 დღის განმავლობაში მოქმედებდა. მალევე, ხელახლა იქნა შემოღებული კარანტინი და დასრულდა 15 ივნისს.

 

30 ივლისიდან ბოცვანის დედაქალაქ ხაბორონეში კიდევ ერთხელ იქნა შემოღებული ორკვირიანი კარანტინი, კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო. ამ პერიოდის განმავლობაში სამუშაოზე გასვლის უფლება ექნებათ მხოლოდ „არსებითი პროფესიების“ მქონე პირებს (essential workers), ხოლო დანარჩენ მოსახლეობას სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ პროდუქტების შესაძენად ექნებათ.

 

28 სექტემბერს ბოცვანის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის დამატებით 6 თვით გაგრძელების შესახებ, 2021 წლის მარტამდე. ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდულ რეჟიმში და საჭიროებს ჯანდაცვის სამინისტროდან წინასწარ სპეციალური ნებართვის აღებას (საჭიროების შემთხვევაში, ვიზაზე დამატებით). ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ბოცვანის მოქალაქეებს, ბინადრობის უფლების მქონე პირებს, ბოცვანის მოქალაქის ოჯახის წევრებს, არსებითი საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, სტუდენტებს. ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს, ასევე, ქვეყნიდან ბოცვანის მოქალაქეების გასვლაზეც.

 

9 ნოემბრიდან ბოცვანაში აღდგა საერთაშორისო ფრენები. ბოცვანაში ჩამსვლელ პირებს მოეთხოვებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

 

2021 წლის 4 იანვარს ბოცვანის ხელისუფლებამ  31 იანვრამდე გააგრძელა ქვეყანაში კომენდანტის საათის მოქმედება ყოველდღიურად 20:00-დან 04:00-მდე.

 

2021 წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე გაგრძელდა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ერთი წლის წინ ბოცვანის ხელისუფლების მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა (State of Public Emergency (SOE)).

3 სექტემბერს, კოვიდ-19-ის ინფექციების შემცირების ტენდენციის გათვალისწინებით, ბოცვანაში გაუქმდა აკჯრძალვა ალკოჰოლის გაყიდვაზე და საჯარო შეკრებებზე.

 

 

ესვატინის/სვაზილენდის სამეფო

 

ინფიცირებული - 46 276, დაღუპული - 1 227

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

17 მარტს, ესვატინის სამეფომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა (National Emergency) ორი თვის ვადით. აიკრძალა ესვატინიში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა მაღალი რისკის ქვეყნებიდან. აიკრძალა ესვატინის მოქალაქეთა გამგზავრება საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში.

 

27 მარტიდან, ესვატინის/სვაზილენდის სამეფოში გამოცხადდა ნაწილობრივი კარანტინი. ამ ახალი რეჟიმის პირობებში, დაიკეტა ბიზნესების და დაწესებულებების ის ნაწილი, რომელიც არ არის არსებითი ეკონომიკის ფუნქციონირებისა და მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგებისთვის. მონარქის ზედამხედველობით, მთავრობის მიერ მოხდა საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს ფორმირება კორონავირუსთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიზნით. ეკონომიკის დასაცავად, მიღებულ იქნა შემდეგი ზომები: აპრილის პირველი კვირიდან შემცირდა საწვავის ფასები; ცენტრალურმა ბანკმა 1%-ით შეამცირა სესხებზე პროცენტი; ცენტრალური ბანკის მითითებით, ბანკების ლიკვიდურობაზე 25%-იანი მოთხოვნა შემცირდა 20%-მდე; კომერციული ბანკები, კონკრეტული რისკების შეფასებით, ინდივიდუალურად განიხილავენ ამა თუ იმ სუბიექტის თხოვნას მოკლევადიანი სესხების მხარდაჭერის ან გადასახადის შემსუბუქების შესახებ; საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის და გადასახადების გადახდის ვადა გადაწეულ იქნა სამი თვით (ივნისის დეკლარაციების წარდგენის და გადახდის ვადა ივნისიდან სექტემბრამდე გადაიწია, ხოლო დეკემბრის დეკლარაციების ვადა - 2021 წლის მარტამდე). ესვატინის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა ნაღდი ფულის გამოყენების ნაცვლად ელექტრონულ გადახდებზე გადასვლისკენ.

 

15 მაისის ინფორმაციით, ესვატინის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება 19 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

14 ოქტომბრის მდგომარეობით, ესვატინის სამეფო გახსნილია საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. სავალდებულოა ქვეყანაში შესვლისას ბოლო 72 დღის განმავლობაში კოვიდ-19-ზე გაკეთებული ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენა.

 

21 ნოემბერს, ესვატინის პრემიერ მინისტრმა ამბროზ დლამინიმ მოსახლეობას ამცნო 2020 წლის მარტში ქვეყნის მონარქის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის (რომელიც გაგრძელებულ იქნა ივნისში და შემდეგ სექტემბერში) გაუქმების შესახებ. ამავე დროს, პრემიერის განცხადებით, ძალაში რჩება მთელი რიგი შეზღუდვები, კერძოდ: ნიღბების ტარების ვალდებულება; ალკოჰოლის გაყიდვაზე შეზღუდვა; საღამოს და ღამით შეკრების აკრძალვა; 100 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა (ამასთან, მსგავსი შეკრება შესაძლებელია მხოლოდ ღია სივრცეებში და არ უნდა გაგრძელდეს 2 საათსა და 30 წუთზე უფრო მეტი დროით).

 

2021 წლის 4 იანვარს, ესვატინის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლების განზრახვაა უზრუნველყოს ქვეყნის მთელი მოსახლეობის (1.3 მილიონი) ვაქცინაცია რაც შეიძლება მალე. ამ მიზნით გამოყოფილია 14 მილიონი აშშ დოლარი. ვაქცინის განაწილების გლობალური ქსელის „კოვაქსის“ მეშვეობით, ესვატინის უკვე დაბევებული აქვს მოსახლეობის 20%-ის ასაცრელად საჭირო ვაქცინის შეძენა და იმედოვნებს დანარჩენი 80%-ის სამყოფი ვაქცინის შეძენასაც „კოვაქსის“ მეშვეობით ან უშუალოდ ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებლისგან.

 

ზამბიის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 209 347, დაღუპული - 3 654

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

16 მარტს, ზამბიის ხელისუფლებამ შემოიღო შემდეგი შეზღუდვები:

 

-          ზამბიაში შესვლა აეკრძალა შემდეგი ქვეყნებიდან მომავალ მგზავრებს: ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ირანი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ავსტრია, ბელგია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და ინდოეთი. ამ ქვეყნებიდან მომავალი ზამბიელები და ზამბიის რეზიდენტები გაივლიან 14 დღიან კარანტინს;

-          შეწყდა ზამბიის ვიზების გაცემა ზამბიის ყველა საელჩოში და საზღვრებზე;

-          აიკრძალა ზამბიის სახელმწიფო მოხელეების ნებისმიერი მოგზაურობა საზღვარგარეთ. გამონაკლისია მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი;

-          30 დღით აიკრძალა 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ნებისმიერი შეკრება (რელიგიური შეკრებები, სპორტული ღონისძიებები, კონფერენციები, ქორწილები, ღამის კლუბები, მუსიკალური წარმოდგენები და კონცერტები, სავარჯიშო დარბაზები, სხვ.);

-          50 კაციანი შეკრებებისას, რეკომენდაციაა 1-2 მეტრიანი დისტანციის დაჭერა;

-          გაციების ნიშნების მქონე პირებმა: არ უნდა ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით; ჯანდაცვის დაწესებულებაში შესვლისას დაუყოვნებლივ აცნობონ საკუთარი სიმპტომების შესახებ;

-          გაიცა კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები (ჰიგიენა, სხვ.).

ზამბიაში ჩამსვლელ ნებისმიერ პირს, რომელსაც ექნება კორონავირუსის სიმპტომები, მოუწევს 14 დღით თვითიზოლირება ან წაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი ტესტირებისთის.

 

9 აპრილის ინფორმაციით, ზამბიის ხელისუფლებამ 2 კვირის ვადით, მაისამდე, გააგრძელა საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

25 ივნისს ზამბიის პრეზიდენტმა ედგარ ლუნგუმ განაცხადა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ქვეყნის საჰაერო საზღვრის, საერთაშორისო აეროპორტების დაუყოვნებლივ გახსნის და საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ზამბია გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის პირობებში მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საზღვარზე იმოქმედებს მკაცრი სამედიცინო კონტროლი. 25 ივნისის მდგომარეობით, ზამბიაში დაფიქსირდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 1497 შემთხვევა, ხოლო ამ ვირუსით დაიღუპა 18 ადამიანი.

 

31 ივლისიდან, ინფიცირების შემთხვევათა მატების გამო, ზამბიის ხელისუფლებამ კვლავ დახურა ქვეყნის საზღვრები ტურისტებისთვის. შეჩერდა ტურისტული ვიზების გაცემა. ქვეყანში არა-ტურისტი უცხოელების შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის შემთხვევაში. კვლავაც იმოქმედებს 14 დღიანი კარანტინი.

 

4 აგვისტოს, ზამბიის  აეროპორტების კორპორაციამ განაცხადა, რომ ქვეყანაში შემსვლელ ნებისმიერ პირს მოეთხოვება უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში გაკეთებული კოვიდ-ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენა.

 

14 ოქტომბრის მდგომარეობით, ზამბია გაიხსნა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. სავალდებულოა ქვეყანაში შესვლისას ბოლო 14 დღის განმავლობაში კოვიოდ-19-ზე გაკეთებული ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენა. ქვეყანაში შემსვლელი პირები 14 დღის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ ვითარებას და სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ ქვეყნის ჯანდაცვის სტრუქტურებს.

 

კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების რეჟიმის რამდენიმე თვიანი შემსუბუქების შემდეგ, 2021 წლის 21 მაისიდან ზამბიამ შემოიღო სავალდებულო ტესტირება ქვეყანაში შესვლისას, ასევე, 14 დღიანი კარანტინი შემდეგი 15 ქვეყნიდან შემომსვლელთათვის: სამხრეთ აფრიკა, ტანზანია, კენია, ეთიოპია, ეგვიპტე, ტუნისი, ინდოეთი, ირანი, თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, იტალია, ბრაზილია და არგენტინა.

 

1 ოქტომბრიდან ზამბიამ გააუქმა კოვიდ-19-თან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე აცრილია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსახლეობის მხოლოდ 3%.

 

ზიმბაბვეს რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 131 796, დაღუპული - 4 637

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

 

გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა (State of Disaster).

 

დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები.

 

დაიხურა რესტორნები, ბარები, კლუბები და სხვა მსგავსი გასართობი დაწესებულებები.

 

აიკრძალა მასობრივი თავყრილობები 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

 

აიკრძალა საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენები.

 

3 აპრილს, ზიმბაბვეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ: 1) გაფართოვდება ქვეყნის მასშტაბით ტესტირებების არეალი და რაოდენობა; 2) ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით, მოხდება ჯანდაცვის ოპერაციების დეცენტრალიზაცია.

 

27 აპრილს, ზიმბაბვეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა მარტის თვიდან მოქმედი საყოველთაო კარანტინის ვადა 2 კვირით გაახანგრძლივა. ასევე, მან განაცხადა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს 720 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს კომპანიების დასახმარებლად.

 

16 მაისს, ზიმბაბვეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების და კარანტინის რეჟიმი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება. რეჟიმის გადახედვა და კორექტირება ყოველ 2 კვირაში ერთხელ მოხდება, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

 

1 ივლისიდან ზიმბაბვეში გაიხსნა ეროვნული პარკები და რესტორნები.

 

22 ივლისს, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების დამძიმების გამო, განუსაზღვრელი ვადით კვლავაც გამკაცრდა შეზღუდვების რეჟიმი, კერძოდ: სახლში დარჩენის ვალდებულება დაეკისრა ყველა იმ პირს, ვისაც არ აქვს სამუშაო; ასევე, ნირაბის ტარებასთან დაკავშირებული წესები, ჰიგიენის და სანიტაიზერების გამოყენების ზომები, ყველა საჯარო სივრცეში მოქალაქეთა სქრინინგის ზომები, სოციალური დისტანცირების ზომები; სამუშაო საათები შეიზღუდა 08:00-15:00 პერიოდით; შენარჩუნდა შეზღუდვა საქალაქთაშორის ტრანსპორტზე; შენარჩუნდა შეზღუდვა ნებისმიერი მიზნით შეკრებებზე; გაქცევა კარანტინის ზონებიდან დაისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

 

1 ოქტომბერს, 29 მარტის შემდეგ პირველად, ზიმბაბვეს რესპუბლიკამ გახსნა საჰაერო სივრცე რეგულარული ავიარეისებისთვის. ამ ეტაპზე, ქვეყანაში იფრენს ეთიოპიის ავიახაზები, ემირატები, კენიის ავიახაზები, რუანდის ავიახაზები და დაბალბიუჯეტიანი კომპანია FastJet. ზიმბაბვეში შესვლის მსურველებმა უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათში გაკეთებული PCR ტესტის შედეგები. საზღვარზე იმოქმედებს მგზავრთა სამედიცინო შემოწმების და სიმპტომების შემთხვევაში კორონავირუსზე აეროპორტშივე ტესტირების პროცედურები.

 

2021 წლის 9 იანვარს, ზიმბაბვის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მედია საშუალებებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით ქვეყანა კოვიდ-19-ის ვაქცინებს მიიღებს რამდენიმე კვირის განმავლობაში. ხელისუფლებას დაწყებული აქვს ვაქცინისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე, სამედიცინო პერსონალის მომზადება ვაქცინის ადმინისტრირებისთვის.

 

 

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 57 132, დაღუპული - 1 087

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

 

20 მარტიდან, აიკრძალა საჰაერო მიმოსვლა. გამკაცრდა კონტროლი სახმელეთო საზღვრებზე. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი ექვემდებარება საგანგებო შემოწმებას.

 

24 მარტს, კონგოს პრეზიდენტმა ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა (State of Emergency). მოხდა დანარჩენი ქვეყნისგან დედაქალაქ კინშასას იზოლირება, კერძოდ, აიკრძალა კინშასადან რეგიონებში გამგზავრება და პირიქით - რეგიონებიდან კინშასაში ჩამოსვლა.

 

20 აპრილს, ზიმბაბვეს პრეზიდენტმა ემერსონ მნანგაგვამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 14 დღით გაახანგრძლივა.

 

23 აპრილს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა.

 

21 ივლისს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფელიქს ჩისეკედიმ განაცხადა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 24 მარტიდან მოქმედი საგანგებო მდგომარების გაუქმების შესახებ. ამასთანავე, პრეზიდენტმა საზოგადოებას ამცნო ბიზნეს-საქმიანობის განახლების, სკოლების გახსნის და საზღვრების ამოქმედების სამეტაპიანი გეგმა. კერძოდ, გეგმის მიხედვით: 22 ივლისიდან იხსნება ყველა მაღაზია, ბანკი, რესტორანი და ბარი, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი; 3 აგვისტოდან - სკოლები და უნივერსიტეტები; 15 აგვისტოდან - აეროპორტები, პორტები, საზღვრები და სალოცავები. პრეზიდენტის განცხადების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დასრულდა კოვიდ-19-ის ეპიდემია. მან მოსახლეობას მოუწოდა ნიღბების მოხმარების და სანიტარული წესების მაქსიმალურად დაცვისკენ.

 

 

ლესოტოს სამეფო

 

ინფიცირებული - 21 457, დაღუპული - 652

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი.

 

18 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა (National Emergency). დაიკეტა სკოლები. აიკრძალა საჯარო შეკრებები. ქვეყანაში შესული ყველა პირი დაექვემდებარა 14 დღიან კარანტინს. ლესოტო დარჩა ერთადერთ გამონაკლისად რეგიონის ქვეყნებს შორის, რომელთაც აკრძალეს კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან თავიანთ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა.

 

29 მარტიდან 21 აპრილამდე, ლესოტოს სამეფოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი.  ლესოტოს სამეფოს ყველა მხრიდან სამხრეთ აფრიკა ესაზღვრება. ყველა სასაზღვრო პუნქტი ჩაიკეტა მოქალაქეებისთვის. ნებადართულ იქნა მხოლოდ ტვირთების მოძრაობა.

 

21 აპრილიდან, ლესოტოს სამეფომ საყოველთაო კარანტინი ორი კვირით გაახანგრძლივა.

 

5 მაისიდან, ლესოტოში დაიწყო კარანტინის რეჟიმის შემსუბუქება. აღდგა მუშაობა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში. დაიწყო სწავლა სკოლებში. ნებადართულ იქნა შეკრებები და რელიგიური თავყრილობები არა უმეტეს 50 ადამიანის მონაწილეობით.

 

12 მაისს ლესოტოში გაუქმდა კარანტინის რეჟიმი.

 

14 ოქტომბრის მდგომარებით, ლესოტო გაიხსნა საერთაშორისო ტურისტული და ბიზნეს ვიზიტებისთვის. ვიზიტორს მოეთხოვება ბოლო 72 საათში გაკეთებული კოვიდ-19-ის ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენა.

 

 

მადაგასკარის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 43 610, დაღუპული - 960

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

მადაგასკარზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მადაგასკარის ხელისუფლებამ შემოიღო შემზღუდავი ზომები ამ ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებით. კერძოდ: ტურისტულ სააგენტოებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების მქონე ქვეყნებიდან (declared outbreak countries) მომავალ ტურისტებს მისცენ შესაძლებლობა გააუქმონ ან გადადონ თავიანთი ვიზიტები; იმ პირებმა, რომლებიც იმყოფებიან კორონავირუსის გავრცელების ქვეყნებში (affected countries) და აპირებენ მადაგასკარში დაბრუნებას, უნდა გადადონ ქვეყანაში ჩასვლა 2020 წლის მარტის ბოლომდე. ამ პერიოდის გაგრძელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიის ევოლუციაზე; გამონაკლისები შეიძლება დაიშვას იმ მგზავრებთან მიმართებაში, რომლებსაც მიღებული აქვთ მადაგასკარის საგარეო და ჯანდაცვის სამინისტოების ერთობლივი თანხმობა. ამ პირებთან დაკავშირებით საკარანტინო პირობებს უზრუნველყო ქვეყნის ხელისუფლება; იმ ავია-კომპანიებმა, რომლებიც ასრულებენ ავია-რეისებს მადაგასაკარსა და სხვა ქვეყნებს შორის, გამონაკლისის გარეშე, ვირუსის გავრცელების ქვეყნების (outbreak countries) მოქალაქეებს და ეკიპაჟის წევრებს არ უნდა მისცენ უფლება იმგზავრონ თვითმფრინავით. იგივე წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ მადაგასკარისკენ გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში; ზღვის საშუალებით მადაგასკარზე ჩამოსულ მგზავრს, არ მიეცემა გემიდან ხმელეთზე გადასვლის/მადაგასკარის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, თუ მანამდე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვირუსის გავრცელების ქვეყანაში (outbreak country); არცერთ მცურავ სატრანსპორტო საშუალებას არ მიეცემა მადაგასკარის ტერიტორიალურ წყლებში ნავიგაციის უფლება, იმ შემთხვევაში, თუ მათზე იქნებიან მგზავრები ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან (declared outbreak countries). 14 მარტის მდგომარეობით, აკრძალულია მადაგასკარიდან საჰაერო მიმოსვლა ჩინეთთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან, გერმანიასთან, მაიოტის და რეუნიონის კუნძულებთან. სხვა ქვეყნებიდან ფრენები განხორციელდება მხოლოდ ერთ აეროპორტში - მადაგასკარის დედაქალაქის ანტანანარივოს ივატოს აეროპორტში. რეგიონებში მდებარე აეროპორტები არ მიიღებენ რეისებს კუნძულის გარედან. აიკრძალა საკრუიზო გემების შესვლა მადაგასკარზე. საზღვარგარეთ მყოფ მადაგასკარის მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია სამშობლოში დაბრუნდნენ 19 მარტამდე.  

17 მარტს, მადაგასკარის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ავია-მიმოსვლის აკრძალვის და სხვა სახის შემდეგ დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით:

 

-          19 მარტის 23:59-დან, 30 დღით ჩერდება ფრენები მადაგასკარიდან ევროპასთან, კერძოდ, შემდეგ ქვეყნებთან: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია;

-          19 მარტის 23:59-დან, 30 დღით ჩერდება მადაგასკარის ფრენები რეუნიონის და მაიოტის კუნძულებთან;

-          15 მარტიდან მადაგასკარის პორტებში ვეღარ შედიან საკრუიზო გემები;

-          მადაგასკარის მოქალაქეებს და რეზიდენტებს ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა გაუხანგრძლივდათ 19 მარტის 23:59-მდე.

 

22 მარტს, ვირუსით ინფიცირების დამატებით 9 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ (9-ვე პაციენტი საფრანგეთიდან ბოლო თვითმფრინავს ჩამოყვა, ფრენების აკრძალვამდე), მადაგასკარის პრეზიდენტმა გამოაცხადა დამატებით შემდეგი ზომების შემოღების შესახებ:

 

-          შეიქმნა პანდემიასთან საბრძოლველად საგანგებო ორგანო;

-          23 მარტიდან ამოქმედდა შეზღუდვა გადაადგილებაზე ქვეყნის შიგნით;

-          შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტვირთების მოძრაობა;

-          რეგიონებს შორის შეიქმნება სანიტარული ბარიერები;

-          დაიკეტება ყველა დაწესებულება პროდუქტების მაღაზიების გარდა, სადაც წასვლის შესაძლებლობა მიეცემა ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს;

-          ფუნქციონირებას გააგრძელებენ აფთიაქები, ბანკები და ბენზოგასამართი სადგურები;

-          კომენდანტის საათი 20:00-დან 05:00-მდე;

-          ძირითადი პროდუქტების მიმოქცევას დაარეგულირებს ხელისუფლება.

 

მადაგასკარის ხელისუფლებამ, ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით და ბანკების ლიკვიდურობის მხარდასაჭერად, მარტის განმავლობაში, ბანკების სისტემაში ჩაუშვა 112.2 მილიონი აშშ დოლარი. მადაგასკარის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ აკვირდება ვითარების დინამიკას და საჭიროებისამებრ მიიღებს დამატებით ზომებს.

 

5 ივლისს, მადაგასკარის რესპუბლიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მატების შემდეგ, კარანტინის გაუქმებიდან ორი თვის თავზე, კიდევ ერთხელ გამოცხადდა სრული კარანტინი 6 ივლისიდან 20 ივლისამდე. დღის განმავლობაში თითო ოჯახიდან მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება სახლიდან გამოსვლის უფლება, 06:00-დან 12:00-მდე.

 

11 ივლისს, მადაგასკარზე კარანტინი დამატებით 15 დღით გაგრძელდა.

 

1 ოქტომბერს გაიხსნა მადაგასკარის ჩრდილოეთში მდებარე კურორტული ცენტრის ნოსი ბეს აეროპორტი, ხოლო 29 ოქტომბრიდან იგეგმება ზოგიერთი რეგიონული აეროპორტის გახსნა. ვიზიტორს მოეთხოვება ბოლო 72 საათში გაკეთებული კოვიდ-19-ის ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენა. ნოსი ბეში ჩასულ ტურისტს ეკრძალება მადაგასკარის სხვა დასახლებულ პუნქტებში გადაადგილება.

 

 

მალავის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 61 676, დაღუპული - 2 290

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

23 მარტიდან დაიკეტა ყველა სკოლა, კოლეჯი, კერძო და საჯარო უნივერსიტეტები და აიკრძალა შეკრებები 100-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

 

14 აპრილს მალავის პრეზიდენტმა პიტერ მუთარიკამ გამოაცხადა საყოველთაო კარანტინი, რომელიც იმოქმედებს 18 აპრილიდან 9 მაისამდე. საყოველთაო კარანტინის განმავლობაში, შეჩერდა ყველა არა-არსებითი ბიზნესის და საქმიანობის განხორციელება. კარანტინი და შეზღუდვები რამდენიმეჯერ სექტემბრამდე იქნა გაგრძელებული.

 

1 სექტემბრიდან მალავიმ გახსნა საჰაერო სივრცე და ნება დართო კომერციული ავიარეისების განხორციელება შეზღუდული რაოდენობით. მალავიში შესვლის მსურველ უცხოელებს მოეთხოვებათ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში კოვიდ-19-ის ნეგატიური ტესტის შედეგის წარდგენა, რის შემდეგაც მოუწევთ 14 დღიანი თვით-იზოლაციის გავლა. 

 

22 დეკემბერს მალავის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ინტენსივობის ზრდის გამო, ქვეყნის საზღვრების 14 დღით ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ასევე, აიკრძალა შეკრებები 100 ადამიანზე მეტის მონაწილეობით.

 

12 იანვარს, მალავის პრეზიდენტმა ლაზარუს ჩაქვერამ მოსახლეობას ამცნო ქვეყანაში ეროვნული უბედურების მდგომარეობის (State of National Disaster) შემოღების შესახებ. ეს გამოიწვია ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების და მსხვერპლის მზარდმა რაოდენობამ, მათ შორის, ერთ დღეში ამ დაავადებით დაიღუპა მალავის კაბინეტის ორი წევრი: ტრანსპორტის და საჯარო ინფრასტრუქტურის მინისტრი მუჰამედ სიდიკ მია და ადგილობრივი მმართველობის მინისტრი ლინგსონ ბერეკანიამა. 12-14 იანვარი გამოცხადდა ეროვნული გლოვის დღეებად. ამასთან აღინიშნა, რომ ახლო მომავალში შემოღებულ იქნება საგანგებო მდგომარეობაც (State of Emergency), რასაც პარლამენტის თანხმობა დასჭირდება. პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას, გაეროს, არასამთავრობო სექტორს და კერძო კომპანიებს მოუწოდა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მალავის დასახმარებლად რესურსების მობილიზებისკენ. 12 იანვრისთვის, 19 მილიონიანი მოსახლეობის მქონე მალავიში დაფიქსირებული იყო კოვიდით ინფიცირების სულ 9027 და დაღუპვის სულ  235 შემთხვევა.

 

 

მავრიკის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 16 189, დაღუპული - 106

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

ნებისმიერი პირი/მგზავრი, რომელსაც ექნება გაციების ნიშნები, მოთავსდება 14 დღიან კარანტინში.

 

გაუქმდა საჰაერო კავშირი ჩინეთთან და იტალიასთან.

 

16 მარტიდან 30 მარტამდე მავრიკზე ჩასვლა აეკრძალა მანამდე 14 დღის განმავლობაში რეუნიონის კუნძულზე მცხოვრებ ან იქიდან მომავალ ნებისმიერ უცხოელს. მავრიკის მოქალაქეები მოთავსდებიან კარანტინში.

 

18 მარტიდან 1 აპრილამდე მავრიკზე ჩასვლა ან მავრიკის ტრანზიტად გამოყენება აეკრძალა ბოლო 14 დღის განმავლობაში ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში და შვეიცარიაში მცხოვრებ ან იქიდან მომავალ ნებისმიერ უცხოელს. მავრიკის მოქალაქეები მოთავსდებიან კარანტინში.

 

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჯერ-ჯერობით, „მავრიკის ავიახაზების“ ფრენების შენარჩუნების შესახებ პარიზის, ლონდონის და რეუნიონის მიმართულებით.

 

მავრიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მავრიკის ბანკი/ქვეყნის ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკების მეშვეობით ბიზნეს სექტორს აღმოუჩენს 140 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მხარდაჭერას კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად.

 

სახელმწიფომ დააწესა კრედიტზე პროცენტის მაქსიმალური ლიმიტი 2.5%

 

28 აპრილს, მავრიკის ხელისუფლებამ დაიწყო კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება. აღინიშნა, რომ გეგმის მიხედვით, სურთ ორი კვირის განმავლობაში 100 000 ადამიანის ტესტირება.

 

1 მაისს მავრიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის ვადა 1 ივნისამდე გაგრძელდა.

 

11 მაისს, მას შემდეგ, რაც 14 დღის განმავლობაში მავრიკზე არ დაფიქსირებული კოვიდ-19-ით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა, მავრიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ეკონომიკის ეტაპობრივი ამოქმედების შესახებ. ხელისუფლებამ, ქვეყნის საკომუნიკაციო კომპანიებთან თანამშრომლობით, აამოქმედა საგანგებო ელექტრონული პროგრამა (Work Access Permit (WAP)) მოქალაქეების მიერ სამუშაო ადგილზე დასაშვებად ნებართვების მისაღებად.

 

20 მაისის მდგომარეობით, მავრიკის რესპუბლიკაში უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 332 პაციენტიდან დაიღუპა 10 ადამიანი, დანარჩენი კი სრულად გამოჯანმრთელდა. ეს მნიშვნელოვანია ამ კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის, რომლის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი წილი ტურიზმზე მოდის და უკვე შეეძლება დაიწყოს ტურიზმისთვის ქვეყნის „გახსნის“ მიზნით ნაბიჯების გადადგმა.

 

21 ივლისს, მავრიკის პრემიერ-მინისტრმა, ამ ქვეყნის 2020-21 წლების ბიუჯეტის წარდგენისას, პარლამენტის წევრებს გააცნო ახალი, ოთხ-ეტაპიანი სტრატეგია ქვეყნის ეკონომიკის ასამოქმედებლად. სტრატეგიაში გაწერილია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით არსებულ ინვესტორებს და პოტენციურ ინვესტორებს სხვადასხვა შეღავათების (მათ შორის, სამუშაო ვიზების მოთხოვნებისაგან გათავისუფლების) მეშვეობით შეეძლებათ მავრიკის ტერიტორიაზე შესვლა და საქმიანობა.

 

14 სექტემბერს, მავრიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ ჩარჩენილი მავრიკის მოქალაქეების სამშობლოში რეპატრიაციის მიზნით სექტემბრის მეორე ნახევრის განმავლობაში ჩარტერული რეისების განხორციელების შესახებ, ხოლო ოქტომბრის თვიდან რეგულარული საჰაერო რეისებით ეტაპობრივად აღდგენის თაობაზე.

 

1 ოქტომბრიდან მავრიკი გაიხსნა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის და ტურისტებისთვის. მავრიკზე ჩამსვლელ მოქალაქეებს მოეთხოვებათ ბოლო 5 დღის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა, რის შემდეგაც გაივლიან 14 დღიან კარანტინს ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ სასტუმროებში (კვებით) თავიანთ ხარჯზე (კარანტინის საერთო ღირებულება 1000-დან 1250 აშშ დოლარამდე).

 

2021 წლის 9 იანვარს მავრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პორტ ლუისში ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგისას გაირკვა, რომ „ასტრა სენეკა ოქსფორდის“ (Astra Zeneca Oxford) და „პფაიზერის“ (Pfizer) კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება მავრიკისთვის ვაქცინების გამოყოფის შესახებ, თუმცა არ დასახელებულა ვაქცინების რა რაოდენობაზეა საუბარი. ამ ვაქცინებს მავრიკი დროთა განმავლობაში მიიღებს. მავრიკის ხელისუფლებას აქვს ვაქცინაციის შემდეგი გეგმა: საჭირო ვაქცინების 20%-ს მავრიკს გამოუყოფს „კოვაქსის“ (COVAX) პლატფორმა; დანარჩენი 40%-ისთვის საჭირო ვაქცინებს მავრიკი უშუალოდ მწარმოებლებისგან შეისყიდის. შედეგად, შესაძლებელი გახდება მავრიკის მოსახლეობის 60%-ის (500,000) აცრა, რაც საკმარისი უნდა იყოს ე.წ. მოსახლეობის საერთო („ჯოგური“) იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად. ვაქცინაცია იქნება ნებაყოფლობითი. ქვეყანაში შესვლისას 14 დღიანი კარანტინის რეჟიმი შენარჩუნდება მოსახლეობის საერთო იმუნიტეტის გამომუშავებამდე. ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ვაქცინების ქვეყანაში შეტანისას მათი შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და იმ პირთა გადამზადება, რომლებიც მოახდენენ ვაქცინების ადმინისტრირებას.

 

 

1 ოქტომბერს, მავრიკის რესპუბლიკა სრულად გაიხსნა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ამ მომენტისთვის ვაქცინირებულია მავრიკის 1.3 მილიონიანი მოსახლეობის 68%.

 

მოზამბიკის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 150 985, დაღუპული - 1 922

 

საზღვრებზე მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

20 მარტს მოზამბიკის ხელისუფლებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები, 30 დღით შემდეგი ზომების ამოქმედების შესახებ:

 

-          ფუნქციონირება დაიწყო ტექნიკური სამეცნიერო მრჩეველთა საბჭომ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით;

-          შეწყდა მოზამბიკის ვიზების გაცემა და გაუქმდა ყველა გაცემული ვიზა;

-          ქვეყანაში ჩასულ ყველა პირზე გავრცელდა 14 დღიანი კარანტინი;

-          დაიკეტა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულება;

-          აიკრძალა 50 ადამიანზე მეტის მონაწილეობით ნებისმიერი საჯარო შეკრება/თავყრილობა, მათ შორის რელიგიური შეკრებები;

-          ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებაში შემოღებულ იქნება სავალდებულო პრევენციული ღონისძიებები;

-          გაძლიერდება ზედამხედველობა, რათა შეუფერხებლად მოხდეს ტვირთების ბრუნვა.

 

30 მარტს, მოზამბიკის პრეზიდენტმა ფილიპე ნიუსიმ 2020 წლის 1 აპრილიდან გამოაცხადა 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. აიკრძალა ნებისმიერი საჯარო და კერძო თავყრილობები, რელიგიური, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ ხელისუფლება მოამზადებს და მიიღებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის სხვადასხვა ზომას ბიზნესის მხარდასაჭერად. ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფო გააკონტროლებს ფასებს ძირითად საკვებ პროდუქტებზე, ხოლო ქვეყნის საწარმოები წახალისდებიან, რათა აწარმოონ პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო პროდუქცია.

 

საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა 30 დღით აპრილის ბოლოს, შემდეგ მაისის ბოლოს - 29 ივნისამდე, შემდეგ ივნისის ბოლოს 31 ივლისამდე, შემდეგ კი 1 სექტემბრამდე.

 

5 აგვისტოს, მოზამბიკის პრეზიდენტმა საზოგადოებას წარუდგინა ქვეყანაში შემზღუდავი ზომების შემსუბუქების სამფაზიანი გეგმა. კერძოდ, პირველი ფაზის დროს, რომელიც 18 აგვისტოს დაიწყება, აღდგება სწავლა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, პროფესიულ სასწავლებლებში და ჯანდაცვის ინსტიტუტებში, ასევე, ნებადართული იქნება 50-ზე მეტი რაოდენობის ადამიანის შეკრება. მეორე ფაზის დროს,   რომელიც 1 სექტემბრიდან დაიწყება, გაიხსნება კინოთეატრები, კაზინოები, სპორტდარბაზები. მესამე ფაზა 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება და გაიხსნება მაღალი რისკის დაწესებულებები და აქტივობები, როგორებიცაა სწავლება მე-12 კლასებში, რასაც მოჰყვება სასკოლო სწავლების განახლება სხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ყველა სხვა აქტივობების მიმართ, პარალელურ რეჟიმში, შემუშავდება შესაბამისი რეგულაციები და მოხდება მათ შესაბამისი ნებართვის გაცემა.

 

1 ოქტომბრიდან  მოზამბიკი გაიხსნა საერთაშორისო ტურისტული და ბიზნეს ვიზიტებისთვის. ვიზიტორს მოეთხოვება ბოლო 72 საათში გაკეთებული კოვიდ-19-ის ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენა.

 

1 ნოემბრიდან მოზამბიკში ვიზიტორს (11 წლამდე ასაკის პირის გარდა) მოეთხოვება ბოლო 72 საათში გაკეთებული კოვიდ-19-ის ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს მოუწევს 14 დღიანი კარანტინის გავლა. ტესტის ეს სერთიფიკატი ძალაში იქნება 14 დღის განმავლობაში.

 

5 თებერვლიდან მოზამბიკში კოვიდ-19-ის მზარდი სტატისტიკის გამო დედაქალაქ მაპუტუში და მის შემოგარენში შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი (21:00-04:00). აღსანიშნავია, რომ მოზამბიკში ეს არის კომენდანტის საათის შემოღების პირველი ფაქტი 1992 წელს ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ.

 

 

ნამიბიის რესპუბლიკა

 

ინფიცირებული - 128 106, დაღუპული - 3 527

 

საზღვრებზე დაწესდა მკაცრი სამედიცინო კონტროლი

 

ნამიბიამ 30 დღით შეაჩერა ფრენები კატარის, გერმანიის და ეთიოპიის (ძირითადი საავიაციო ჰაბების) მიმართულებით. გაუმდა საჯარო ღონისძიებები.

 

20 მარტს, ნამიბიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნამიბიაში 6 თვის ვადით ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა (State of Emergency). ხელისუფლების მიერ Covid-19 დასახელდა საფრთხედ ნამიბიის მოსახლეობის ჯანმრთელობის და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. აიკრძალა ვირუსის გავრცელების ქვეყნების მოქალაქეების შესვლა ნამიბიაში საჰაერო თუ საზღვაო ტრანსპორტით. აიკრძალა ნამიბიის საერთაშორისო აეროპორტში ვიზების გაცემა. აიკრძალა ყველა სახის გასართობი, საქმიანი თუ სოციალური მნიშვნელობის მოგზაურობა. ნამიბიელებს, რომლებიც არიან სხვა ქვეყნების მაცხოვრებლები, აეკრძალათ ნამიბიაში ამ ეტაპზე დაბრუნება. აიკრძალა 50-ზე მეტი რაოდენობის  პირთა თავყრილობები. აღსანიშნავია, რომ ნამიბიის ისტორიაში დღემდე საგანგებო მდგომარეობა სამჯერ იყო გამოცხადებული: პირველად - 1999 წელს კაპრივის რეგიონის სეცესიის მცდელობისას; მეორედ - 2016 წელს, გვალვასთან დაკავშირებით; მესამედ - 2019 წელს, ასევე, გვალვასთან დაკავშირებით.

 

24 მარტს გაიმართა ნამიბიის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა, რომლის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა ჰეიგ გეინგობმა თავის გამოსვლაში საზოგადოებას ამცნო შემდეგი დამატებითი ზომების შემოღების შესახებ: 27 მარტიდან 16 აპრილამდე ნამიბიაში გამოცხადდა ნაწილობრივი კარანტინი; ნამიბიის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, 30 დღის განმავლობაში, აეკრძალათ საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა; აიკრძალა ქვეყანაში შესვლა ნებისმიერი მიმართულებიდან. გამონაკლისებს განიხილავს საგანგებო საბჭო ქვეყნის მოსახლეობის ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე; უცხოეთიდან ქვეყანაში დაბრუნებული ნამიბიის მოქალაქეები და რეზიდენტები დაექვემდებარებიან 14 დღიან კარანტინს მათივე სახსრებით; ყველა სახელმწიფო მოხელეს და კერძო ბიზნესის თანამშრომელს მიეცათ მითითება, სადაც შესაძლებელია, იმუშავონ სახლიდან; 25 მარტიდან 21 დღის ვადით შეჩერდა პარლამენტის ფუნქციონირება.

 

1 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიით ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად და ბიზნეს-სექტორის მხარდასაჭერად, ასევე, მოსახლეობის იმ ნაწილის მხარდასაჭერად, რომელმაც დაკარგა სამუშაო ადგილები, ნამიბიის ხელისუფლება მობილიზებას გაუკეთებს 5.9 მილიარდი ნამიბიური დოლარის მოცულობის თანხას.

 

4 მაისიდან, ნამიბიაში შემსუბუქდება პანდემიასთან დაკავშირებული ზომები. კერძოდ, განახლდება ბიზნეს საქმიანობა. მოსახლეობას შეეძლება ქვეყნის შიგნით გადაადგილება, ნიღბების გამოყენებით. კვლავაც ჩაკეტილი რჩება ქვეყნის საზღვრები.

 

5 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სკოლებში სწავლების განახლების შესახებ 3 აგვისტოდან.

 

23 ივნისს, ნამიბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ეს ქვეყანა გაიხსნება უცხოელი ტურისტებისთვის იმ ქვეყნებიდან, სადაც კოვიდ-19-ის მდგომარეობა არ არის რთული. ნამიბიაში მსურველ უცხოელებს თან უნდა ჰქონდეთ კოვიდ-19-ის ტესტირების უარყოფითი შედეგის სერთიფიკატი. მათ, ასევე, მოუწევთ, საკუთარი ხარჯებით, ორთვიანი სავალდებულო კარანტინის გავლა ქვეყანაში შესვლისთანავე.

 

26 ივნისს ნამიბიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ქვეყნის საზღვრები კვლავაც ჩაკეტილი დარჩება. „ნამიბიის ავიახაზებმა“ კი გაავრცელა განცხადება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო ფრენები არ განახლდება 31 აგვისტომდე.

 

3 აგვისტოდან ნამიბია გაიხსნა საერთაშორისო ტურიზმისთვის. ტურისტები ვალდებული არიან ქვეყანაში შესვლისას წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული კოვიდ-19-ის PCR ტესტის ნეგატიური შედეგის დამადასტურებელი საბუთი. ტურისტები არ დაექვემდებარებიან კარანტინს, თუმცა 7 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ პირველადი განსახლების ადგილას (მაგალითად, ჩამოფრენის შემდეგ თუ დაბინავდნენ სასტუმროში დედაქალაქ ვინდჰუკში, 7 დღე უნდა დარჩნენ ვინდჰუკში). ამ პერიოდში ჩაუტარდებათ მეორე ტესტი და ნეგატიური შედეგის შემთხვევაში შეეძლებათ ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის გაგრძელება.

 

4 აგვისტოდან, ნამიბიის ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სკოლების 28 დღით დახურვის შესახებ.

 

12 აგვისტოს ნამიბიის პრეზიდენტმა ჰეიგ გეინგობმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყანას მოუწევს შეზღუდვების გამკაცრება მომდევნო 16 დღის განმავლობაში, კერძოდ, შეზღუდვების მე-4 დონიდან შეზღუდვების მე-3 დონეზე გადასვლა. ნამიბიაში მოქმედებს შეზღუდვების 5 დონიანი სისტემა.

 

25 აგვისტოს ცნობილი გახდა ნამიბიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტის (Hosea Kutako International Airport) 2020 წლის 1 სექტემბრიდან გახსნის შესახებ საერთაშორისო რეგულარული რეისებისთვის და უცხოელი ტურისტებისთვის. კოვიდის პანდემიის პირობებში, უცხოელი ტურისტების ნამიბიაში დაშვება უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში შესვლის და გადაადგილების ეპიდემიური კონტროლის მაღალი სტანდარტებით. მაგალითად, რამდენიმე ძირითადი მოთხოვნის მიხედვით, ქვეყანაში უცხოელების შესვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ერთი, ზემოთ დასახელებული საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით, უცხოელებმა ჩაფრენისას უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ქვეყანაში შესვლის შემდეგ პირდაპირ უნდა გაემართონ დაჯავშნილი სასტუმროსკენ/საცხოვრებლისკენ. ქვეყანაში ამ პირველი განთავსების ადგილის/სასტუმროს/საცხოვრებლის მდებარეობის დასახლებულ პუნქტში ვიზიტორებმა აუცილებლად უნდა დაჰყონ პირველი 7 დღე, ქვეყნის მასშტაბით სხვა ადგილებში მოგზაურობის დაწყებამდე.

 

7 სექტემბერს, ნამიბიაში მუშაობა განაახლეს სკოლებმა და საგანმანათლებლო სექტორის სხვა დაწესებულებებმა, კოვიდ-19-თან დაკავშირებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით.

 

18 სექტემბრიდან ნამიბიის ხელისუფლებამ გააუქმა უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა, ქვეყნის საზღვრები გახსნა უცხოელებისთვის და დაუშვა საერთაშორისო საჰაერო რეისები. სავალდებულოა PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

 

2 დეკემბრიდან, ნამიბიაში ამოქმედდა ახალი რეგულაციები წინასაშობაო პერიოდის და ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების/ტურისტების მოსალოდნელი ზრდის გათვალისწინებით. კერძოდ: ნამიბიაში ყველა უცხოელ ვიზიტორს მოეთხოვება ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა; მსგავსი პასუხის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, ხდება ვიზიტორის კარანტინში განთავსება მისივე ხარჯით და იმავე დღეს უკეთდება ტესტი მისივე ხარჯით; თუ ტესტის შედეგი იქნება პოზიტიური, მოხდება ვიზიტორის იზოლირება ნამიბიაში არსებული პროტოკოლების დაცვით, ვიზიტორისვე ხარჯით; ნამიბიის ტერიტორიაზე გადაადგილებისას სავალდებულოა საჯარო სივრცეებში ნიღბების ტარება; 2021 წლის 25 ნოემბრამდე საჯარო შეკრებებისას პირთა რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 200-ს; რესტორნები აგრძელებენ ჩვეულებრივ ფუნქციონირებას; ბარებსა და ღამის კლუბებში ალკოჰოლის გაყიდვა დაშვებული იქნება ღამის 12 საათამდე; არ იმოქმედებს კომენდანტის საათი; ქალაქებს შორის გადაადგილება არ შეიზღუდება; საზოგადოებრივ ტრანსპორტში იფუნქციონირებს შეუზღუდავად და სავალდებულო იქნება ნიღბების ტარება.

 

23 დეკემბერს, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის სიმძიმიდან გამომდინარე, ნამიბიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კომენდანტის საათის შემოღების შესახებ (21:00-დან 04:00-მდე).აიკრძალა საჯარო შეკრებები 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით. აიკრძალა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა დასვენების დღეებში და 20:00-ის შემდეგ.