საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია პრეტორიაში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში საქართველოს საელჩოს მონაწილეობის შესახებ

2019 წლის 16 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, პრეტორიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, ასევე, სამხრეთ აფრიკის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს პრეტორიაში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში - მულტიკულტურულ გამოფენა-ბაზრობაში.

 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული მასშტაბური ღონისძიების ძირითადი ორგანიზატორი იყო სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებული ელჩების მეუღლეების ასოციაცია, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის მეუღლე ნინო ლეჟავა.

 


16 ნოემბერი 2019

პრეტორია