საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრებთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2019 წლის 7 მარტს, პრეტორიაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრებს.


შეხვედრისას, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა პალატის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოს პრიორიტეტების და აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობებში ბოლო პერიოდის დინამიკის შესახებ.

საქართველოს ელჩთან შეხვედრისას, პალატის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს და სამხრეთ აფრიკას, ასევე, აფრიკის სხვა ქვეყნებს შორის ბიზნესის სფეროში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების შესახებ.