საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრეტორიაში საქართველოს საელჩოში დაშვებულია ეროვნული დროშა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკული თარიღის აღსანიშნავად

დღეს, 2019 წლის 25 თებერვალს, პრეტორიაში საქართველოს საელჩოში, ისევე, როგორც საქართველოს სახელმწიფო უწყებებში და საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიოურ წარმომადგენლობაში დაშვებულია სახელმწიფო დროშა. ვიგონებთ 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკულ თარიღს, როდესაც საბჭოთა რუისეთის წითელი არმიის ქვედანაყოფებმა მოახდინეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია.

 

საქართველო პატივს მიაგებს ყველა იმ პატრიოტს - ყველა იმ ქართველ კაცს და ქალს, ვინც გმირულად დასდო თავი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

 

2019 წლის 25 თებერვალი

პრეტორია