საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია პრეტორიაში ელჩების მეუღლეთა ასოციაციის საპატივცემულოდ გამართული მიღების შესახებ

2018 წლის 10 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის და მისი მეუღლის ნინო ლეჟავას სახელით, გაიმართა მიღება სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებული ელჩების მეუღლეთა ასოციაციის (International Diplomatic Spouses Association (IDSA)) წევრების საპატივცემულოდ.

 

ღონისძიებების მსვლელობისას, საელჩოს მიერ ელჩების მეუღლეებისთვის მოეწყო გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

 

2018 წლის 10 დეკემბერი

პრეტორია