საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია წინასაახალწლო მიღების გამართვასთან დაკავშირებით

2018 წლის 8 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა ყოველწლიურ, წინასაახალწლო მიღებას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და საელჩოს დიპლომატიური გადაფარვის 11 ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და მეგობრების საპატივცემულოდ.

ღონისძიების მსვლელობისას, ასევე, მოეწყო ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის თორნიკე კოპლატაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის “იძულებით გადაადგილების 9 წელი” (Nine Years of Displacement) ჩვენება. ფილმი ასახავს რუსეთის ოკუპაციის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ქართველების დღევანდელ მდგომარეობას, მათ ფიქრებსა და იმედებს.

2018 წლის 8 დეკემბერი

პრეტორია