საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსისშედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირებისგავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანიასტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციისამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიასაქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობსსახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვსუმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილსაკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრისჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: pretoria.emb@mfa.gov.ge.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას;
იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის                  სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს                  დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის              (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლისმოქმედების ვადა აღემატება                  სტაჟირების გავლის პერიოდს.

       კონკურსის თემატიკა:

საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

საქართველო-სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის              საკითხები.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: pretoria.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

1. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

2. ავტობიოგრაფია;

3. დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/                          საზღვარგარეთ უმაღლეს აგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის                                  დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
4. პასპორტის ასლი;
5. ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი            დოკუმენტი, რომლისმოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
6. ერთი ფოტოსურათი (3X4);

7. ნასამართლობის შესახებ ცნობა. 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, შემდეგ მისამართზე: Carina str. 270a, waterkloof Ridge, Pretoria, Republic of South Africa

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლისდამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვისპირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +27 (0) 12 346 1831

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.pdf