საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს ელჩის მონაწილეობის შესახებ კვაზულუ-ნატალის ექსპორტიორთა დაჯილდოების ყოველწლიურ ღონისძიებაში

2018 წლის 4 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი, ქალაქ დურბანის მერიის ხელშეწყობით, დაესწრო კვაზული- ნატალის ექსპორტიორთა დაჯილდოების ყოველწლიურ, 2018 წლის ცერემონიალს.

 

ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კვაზულუ-ნატალის პროვინციის და დურბანის ხელმძღვანელობამ, დურბანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობამ და პალატის წევრებმა, სამხრეთ აფრიკის და აფრიკის უმსხვილესი სატრანსოპორტო (მათ შორის, პორტების ოპერატორი) კომპანიის “ტრანსნეტის” ხელმძღვანელობამ, ასევე, კვაზულუ-ნატალის პროვინციაში რეგისტრირებული ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებმა.

 

2018 წლის 4 ოქტომბერი

დურბანი