საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2018 წლის 3 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა კვაზულუ-ნატალის პროვინციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან, ბატონ სიჰლე ზიკალალასთან, რომლის საკურაციო სფეროებია ეკონომიკური განვითარება, ტურიზმი და გარემოდაცვითი თემატიკა. აღსანიშნავია, რომ ბატონი სიკალალა, ასევე, არის ქვეყნის მმართველი პარტიის “აფრიკის ეროვნული კონგრესის” ხელმძღვანელი კვაზულუ-ნატალის პროვინციაში.

 

შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის ბიზნეს კავშირების, მათ შორის, ვაჭრობისა და ორმხრივი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, დურბანის, კვაზულუ-ნატალის პროვინციის და საქართველოს საპორტო ქალაქების პოტენციალის სრულად გამოყენებით.

 

2018 წლის 3 ოქტომბერი

პრეტორია