საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით პრეტორიაში საქართველოს საელჩოში სახელმწიფო დროშის დაშვების შესახებ

დღეს, 2021 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ დაწესებულებაში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.

 

28 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, რუსეთის უკანონო მხარდაჭერით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით, კრიმინალურმა ბანდებმა დაიკავეს ქართული ქალაქი სოხუმი საქართველოს ძირძველ ტერიტორიულ ერთეულ აფხაზეთში. რუსეთის მარიონეტებმა აფხაზეთში მოაწყვეს ეთნიკური წმენდა - ეთნიკური ნიშნით საკუთარი სახლებიდან განდევნეს ასობით ათასი და მოკლეს ათასობით მშვიდობიანი ქართველი.

 

დღეს, საქართველო პატივს მიაგებს ხსენებული მოვლენების დროს დაღუპულ  თანამემამულეთა ხსოვნას.

 

2021 წლის 27 სექტემბერი

პრეტორია