საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 13 წლისთავთან დაკავშირებით

ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 13 წლისთავთან დაკავშირებით  

 

საქართველოს ეროვნული დროშა დაშვებულია . პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, 13 წლისთავზე 2008 წლის 7 აგვისტოდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი გახადა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, შემოიჭრა ქვეყნის ტერიტორიაზე და მოახდინა საქართველოს ორი ძირძველი ნაწილის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლნენ ჩვენი თანამემამულენი, გმირი მებრძოლები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

ახლახანს ადამიანის უფლებათა ევროპის საასამართლომაც აღიარა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური დარღვევის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტები.

 

ქართველი ერი გაუმკლავდება ამ გამოწვევასაც, ისევე, როგორც გამკლავებია არაერთ მსგავს გამოწვევას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და თავისი სიმტკიცით, ასევე, საერთაშორისო სოლიდარობის მობილიზებით, აღადგენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

 

დღეს კი კვლავაც ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.

 

2021 წლის 8 აგვისტო

პრეტორია