საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველებისთვის გამართული ყოველწლიური მიღების შესახებ

2019 წლის 23 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საპატივცემულოდ, უმასპინძლა ყოველწლიური მიღებას, რომელიც წელს დაემთხვა ქართველებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს - გიორგობას. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ, აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრები, საქართველოს სამხრეთ აფრიკელი მეგობრები და დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები, საპატიო სტუმრების რანგში. დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა.

 

საქართველოს საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინით და ქართული კერძებით.

 

2019 წლის 23 ნოემბერი

პრეტორია