საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია დურბანში გამართული სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ბიზნეს სემინარის შესახებ

2019 წლის 7 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის საპორტო ქალაქ დურბანში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატასთან ერთად, სამხრეთ აფრიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციის სავაჭრო-საინვესტიციო სააგენტოსთან თანამშრომლობით, უმასპინძლა სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ბიზნეს სემინარს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირების და განვითარების მიზნით. ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ აფრიკის, მათ შორის, კვაზულუ ნატალის პროვინციის ბიზნეს წრეების და აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლები.

 

საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, დამსწრეთა წინაშე გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია საქართველოს სავაჭრო-საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მარიუს ჰაინსმა ისაუბრა საქართველოში ბიზნეს კეთების ხელსაყრელი გარემოს და ხსენებული პალატის მიერ წამოწყებული წარმატებული პროექტების შესახებ.

 

კვაზულუ ნატალის სავაჭრო-საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ნევილ მატჯიმ და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, დამწრეთ მიაწოდეს ინფორმაცია ხსენებულ პროვინციაში არსებული კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობების, პროვინციის სავაჭრო პოტენციალის და საქართველოსთან ბიზნეს ურთიერთობების შესაძლებლობების შესახებ.

 

შემდეგ, ღონისძიება წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, მრჩეველმა თეიმურაზ კერესელიძემ და აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მარიუს ჰაინსმა უპასუხეს სემინარის მონაწილეთა შეკითხებს საქართველოს და იქ არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ.

 

ღონისძიება დასრულდა მიღებით, რომლის დროსაც, საქართველოს საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინის უნიკალური სახეობებით.

 

2019 წლის 7 ნოემბერი

პრეტორია