საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე იოჰანესბურგში გამართული ბრიფინგის შესახებ

2019 წლის 7 მარტს, სამხრეთ აფრიკის მსხვილ საფინანსო-სამრეწველო ცენტრში ქ. იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის და სამხრეთ აფრიკული კომპანიის „მარუტი გლობალის“ თავმჯდომარის ბატონ როჯერ ლაჩმანის მხარდაჭერით, ასევე, „კატარის ავიახაზების“ მონაწილეობით, უმასპინძლა ბრიფინგს საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად. ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ აფრიკული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ასევე, აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის წევრები.

 

ბრიფინგზე, საქართველოს ელჩი წარსდგა მოხსენებით საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

 

2019 წლის 7 მარტი

იოჰანესბურგი