საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ქ. ცვანეს/პრეტორიის მერთან შეხვედრის შესახებ

2019 წლის 22 იანვარს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა გამართა შეხვედრა პრეტორიის/ცვანეს მერთან სოლი მსიმანგასთან. საელჩოს მხრიდან შეხვედრაშიასევე, მონაწილეობა მიიღო მრჩეველმა თეიმურაზ კერესელიძემ.

შეხვედრისას, განიხილეს პრეტორიას და თბილისს შორის კავშირების განვითარების თემატიკა.

ასევე, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველების სახელით, საქართველოს ელჩმა პრეტორიის მერს საჩუქრად გადასცა ქართველი მხატვრის ლევან მოსიაშვილის ფერწერული ტილო.

 

2019 წლის 22 იანვარი

პრეტორია