საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ ზიმბაბვეს ახალგაზრდობის, სპორტის, ხელოვნების და რეკრეაციის მინისტრთან

2018 წლის 25 ოქტომბერს, ზიმბაბვეს რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენცით . პრეტორია) ბექა დვალმა, . ჰარარეში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამართა  შეხვედრა ზიმბაბვეს რესპუბლიკის ახალგაზრდობის, სპორტის, ხელოვნების და რეკრეაციის მინისტრთან, ქალბატონ კირსტი ქოვენთრისთან. აღსანიშნავია, რომ მინისტრი ცნობილი ათლეტია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში (200 მეტრი). ოქრო აიღო ათენის (2004) და პეკინის (2008) ოლიმპიადებში.

 

შეხვედრისას, განხილულ იქნა სპორტისა და ხელოვნების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

2018 წლის 25 ოქტომბერი

ჰარარე