საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ზიმბაბვეს ეროვნული სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2018 წლის 23 ოქტომბერს, ზიმბაბვეს რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით . პრეტორია) ბექა დვალი, . ჰარარეში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეწვია ზიმბაბვეს ეროვნულ სავაჭრო პალატას.

 

ხსენებული ორგანიზაციის პრეზიდენტთან თამუკა მაჩეკასთან და პალატის მენეჯმენტის მაღალი დონის სხვა წარმომადგენლებთან საქართველოს ელჩის შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოს და ზიმბაბვეს შორის ბიზნესის სფეროში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

 

2018 წლის 23 ოქტომბერი

ჰარარე