საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ N55 საარჩევნო უბნის ფუნქციონირებისათვის გამოცხადებულ კონკურსში (რომლის შესახებ ინფორმაცია მოგეწოდათ) მონაწილეობა არ მიუღია არცერთ კანდიდატს, შესაბამისად, ვერ დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისია პრეტორიაში N55 საარჩევნო უბანზე. აქედან გამომდინარე, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” და “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის 2018 წლის 23 ოქტომბრის N344/2018 განკარგულებით, გაუქმდა პრეტორიაში N55 საარჩევნო უბანი.

 

საქართველოს საელჩო

პრეტორია