საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ კვაზულუ-ნატალის რაგბის კავშირის და დურბანის სარაგბო კლუბის Sharks-ის ხელმძღვანელობასთან

2018 წლის 4 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დურბანის სიტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი ეწვია ჯონსონ ქინგს პარკის რაგბის სტადიონს და გამართა შეხვედრა კვაზულუ-ნატალის პროვინციის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტთან, დურბანის რაგბის კლუბის “Sharks”  და ამავე კლუბის რაგბის აკადემიის მესვეურთან ბატონ სკალკ ლიბენბერგთან.

 

შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, კვაზულუ-ნატალის რაგბის კავშირთან, ასევე, Sharks-ის რაგბის კლუბთან და აკადემიასთან.

 

2018 წლის 4 ოქტომბერი

დურბანი