საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ქ. დურბანის ელჩთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2018 წლის 3 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა კვაზულუ-ნატალის პროვინციის და მთლიანად სამხრეთ აფრიკის საკვანძო საპორტო ქალაქის დურბანის მერთან, ქალბატონ ზანდილე გუმედესთან.

 

შეხვედრისას დაისახა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დურბანს და საქართველოს საპორტო ქალაქებს შორის დაახლობას, ასევე, ზოგადად, მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის.

 

2018 წლის 3 ოქტომბერი

პრეტორია