საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს ელჩის მონაწილეობის შესახებ მაჰატმა განდისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

2018 წლის 2 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა მონაწილეობა მიიღო განდის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მაჰატმა განდის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მაჰატმა განდის შვილიშვილმა ელა განდიმ, განდის ოჯახის სხვა წევრებმა, კვაზულუ-ნატალის პროვინციის ადმინისტრაციის და ქალაქ დურბანის მერიის წარმომადგენლებმა, ასევე, განდის განვითარების ფონდის წევრებმა.

 

ღონისძიების მსვლელობისას, სამხრეთ აფრიკელმა პროფესორმა მარტინ პროზეცკიმ წაიკითხა ლექცია თემაზე: “Mahatma Gandhi as an Inspirational Spiritual and Ethical revolutionary”.

 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სრულდება განდის დაბადებიდან 150 წლისთავი, რომლის აღნიშვნა მასშტაბური ღონისძიებებით იგეგმება, ასევე, დურბანში, კვაზულუ-ნატალის პროვინციაში და მთლიანად, სამხრეთ აფრიკაში.

 

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ელჩი გაწევრიანდა   “განდის 150 წლისთავის კლუბში” და 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელით, იგი თავის წვლილს შეიტანს განდის განვითარების ფონდის მიერ სამხრეთ აფრიკაში განხორციელებულ საქველმოქმედო საქმიანობაში.

 

2018 წლის 2 ოქტომბერი

პრეტორია